მბანზა-კონგო (პორტ. M'Banza-Kongo) — ქალაქი ანგოლაში. ზაირეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. პორტუგალიის მმართველობის პერიოდში ატარებდა სახელწოდებას სან-სალვადორ-დუ-კონგუ.

სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი
მბანზა-კონგო
პორტ. M'Banza-Kongo
Thumb
გერბი
Thumb

ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
პროვინცია ზაირე
კოორდინატები 6°16′00″ ს. გ. 14°15′00″ ა. გ.
ადრეული სახელები სან-სალვადორ-დუ-კონგუ
ფართობი 2422 კმ²
ცენტრის სიმაღლე 408
მოსახლეობა 24 220 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+1
Thumb
მბანზა-კონგო
დახურვა

ისტორია

1390 წლიდან კონგოს სამეფოს დედაქალაქია. აქ მდებარეობდა მანიკონგოს (კონგოს სამეფოს მმართველის ტიტული) რეზიდენცია.

XV საუკუნიდან პორტუგალიელების მოსვლასთან ერთად დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება. XVI საუკუნის შუა წლებში მბანზა-კონგოში ააგეს ეკლესია. მომდევნო ასწლეულის განმავლობაში ქალაქი განაგრძობდა განვითარებას. XVII საუკუნის შუა წლებში ქალაქში 30 000 ადამიანი ცხოვრობდა. 1660-იანი წლებიდან სამეფოში დაიწყო სამოქალაქო ომი (მბვილეს ბრძოლაში სამეფო ძალების პორტუგალიელებთან მარცხის შემდეგ). 1678 წელს ქალაქი პრაქტიკულად გაანადგურეს.

მბანზა-კონგო 1709 წელს აღადგინეს ანტონიანისტებმა. 1914 წელს სამეფოს ტერიტორია ქალაქთან ერთად გახდა პორტუგალიის კოლონია ანგოლის შემადგენელი ნაწილი. 1975 წლიდან შედის დამოუკიდებელი ანგოლის შემადგენლობაში.

2017 წელს კონგოს სამეფოს დედაქალაქის ნაშთები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.