![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/35/Dagestan_market.jpg/640px-Dagestan_market.jpg&w=640&q=50)
მაჰაჩყალა
From Wikipedia, the free encyclopedia
მაჰაჩყალა (რუს. Махачкала; ხუნძ. МахIачхъала; ლაკ. МахІачкъала, Анжи; ლეზ. Мягьячкъала; თაბას. Мягьячгъала; დარ. ГIянжи-Къала, МяхIячкъала; კუმ. Анжикъала, Магьачкъала) — დაღესტნის დედაქალაქი, რუსეთის ფედერაციის სამხრეთით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მაჰაჩყალა МахIачхъала | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რესპუბლიკა | დაღესტანიდაღესტანი | ||||
მუნიციპალური რაიონი | 3 | ||||
შიდა დაყოფა | Kirovsky District, Leninsky District და Sovetsky District | ||||
კოორდინატები | 42°59′00″ ჩ. გ. 47°29′00″ ა. გ. | ||||
მერი | სალმან დადაევი | ||||
დაარსდა | 1844 | ||||
ადრეული სახელები | ანჟი-ყალა, პეტროვსკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1857 | ||||
ფართობი | 468,13[1] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 574 227[2] კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 1001 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 558 100 | ||||
ეთნოქორონიმი | მახაჩყალელები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 8722 | ||||
საფოსტო ინდექსი | 367000-367999 | ||||
ოფიციალური საიტი | https://newmkala.ru/ | ||||
ქალაქის ადგილას დასახლება გაჩნდა 1844 წელს, როგორც რუსული სამხედრო სიმაგრე „პეტროვსკოე“. ადგილობრივები ამ ადგილს ყუმუხურ ენაზე უწოდებდნენ ანჯი-ყალას (Анжи-Кала, ფქვილის ციხე).
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/63/%D0%91%D0%B0%D0%B7%D0%B0%D1%80%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%BF%D0%BB%D0%BE%D1%89%D0%B0%D0%B4%D1%8C_%28%D0%BD%D1%8B%D0%BD%D0%B5_%D0%A0%D0%BE%D0%B4%D0%BE%D0%BF%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D0%B1%D1%83%D0%BB%D1%8C%D0%B2%D0%B0%D1%80%29._%D0%9D%D0%B0%D1%87%D0%B0%D0%BB%D0%BE_XX_%D0%B2%D0%B5%D0%BA%D0%B0.jpg/320px-%D0%91%D0%B0%D0%B7%D0%B0%D1%80%D0%BD%D0%B0%D1%8F_%D0%BF%D0%BB%D0%BE%D1%89%D0%B0%D0%B4%D1%8C_%28%D0%BD%D1%8B%D0%BD%D0%B5_%D0%A0%D0%BE%D0%B4%D0%BE%D0%BF%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D0%B1%D1%83%D0%BB%D1%8C%D0%B2%D0%B0%D1%80%29._%D0%9D%D0%B0%D1%87%D0%B0%D0%BB%D0%BE_XX_%D0%B2%D0%B5%D0%BA%D0%B0.jpg)
1857 დასახლებამ მიიღო ქალაქის სტატუსი და საპორტო ქალაქ „პეტროვსკ-პორტი“ (Петровск) სახელწოდება, რომელიც დაკავშირებულია ლეგენდასთან, თითქოსდა სპარსეთზე ლაშქრობისას ამ ადგილას პეტრე I-ის სამხედრო ბანაკი იყო განლაგებული.
დღევანდელი სახელწოდება ქალაქმა მიიღო 1921 წელს რევოლუციონერ მაგომედ-ალი დახადაევის (1882–1918), ფსევდონიმით — მაჰაჩი, პატივსაცემად. მოგვიანებით, მაჰაჩყალა დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.
ქალაქი განივრცო კასპიის ზღვის სანაპიროზე 70 კილომეტრის მანძილზე. ქალაქში დაღესტნის, რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის 60-ზე მეტი ეროვნება ცხოვრობს.