From Wikipedia, the free encyclopedia
მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია — X-XI საუკუნეების ეკლესია სვანეთში. მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხვარიშში, ლატალის თემში.
მაცხოვრის ამაღლების სახელზე აშენებული ტაძარი X-XI საუკუნეებით თარიღდება. თავდაპირველად მას სამხრეთიდან გარშემოსავლელი ჰქონია (ამჟამად დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი). ეკლესია შიგნით კედელკამარიანად მოხატულია. ეკლესიის სახელწოდებიდან წარმოდგება სოფლის სახელიც — მაცხვარიში. ტაძარს შემორჩა ორნამენტებით შემკობილი ძველი ხის კარები. ფრესკული წარწერების საფუძველზე დადგენილია, რომ ეკლესია მოიხატა დემეტრე I-ის მეფობის მე-15 წელს, ესე იგი 1140 წელს, „ხელითა მიქაელ მაღლაკელისათა“. ეკლესიის გვერდით აღმართული სამრეკლო XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება.
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.