მაურიების იმპერია
From Wikipedia, the free encyclopedia
მაურიების იმპერია — სახელმწიფო ძველ ინდოეთში ძვ.წ. 317-180 წლებში დედაქალაქით პატალიპუტრაში (დღევ. პანტა)
მაურიების სახელმწიფომ ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ ნანდას იმპერიის მეფეებთან ჩანდრაგუპტა მაურიას ბრძოლის შედეგად. ჩანდრაგუპტა ბერძენი ავტორების მიერ მოხსენებულია, როგორც სანდრაკოტი. ის წარუმატებლად ცდილობდა ალექსანდრე მაკედონელის ყურადღება მიეპყრო თავისკენ და საბოლოოდ ბერძენთა დაუხმარებლად შეძლო თავისი სამეფოს გაფართოება. მის მიერ შექმნილი მაურიების იმპერია მუდმივ კონტაქტში იყო სელევკიდების სირიასთან და ბერძნულ-ბაქტრიულ სამეფოსთან.
მაურიების იმპერიამ ძლიერების ზენიტს მიაღწია იმპერატორ აშოკას დროს, როდესაც დაიქვემდებარა უზარმაზარი ტერიტორია და განავრცო ბუდიზმი. აშოკამ დაიპყრო კალინგის სახელმწიფო და ისწრაფვოდა ხელისუფლების ცენტრალიზაციისკენ. ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისში დაიწყო მაურიების იმპერიის დასუსტება. იმპერია დაეცა შუნგას აჯანყების შედეგად, როდესაც მოკლეს მაურიების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ბრიჰადრათჰა ძვ. წ. 180 წელს.