ალექსანდრე მაკედონელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძ. Μέγας Αλέξανδρος; დ. 20/21 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგოსს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.
ალექსანდრე დიდი | |
---|---|
Μέγας Aλέξανδρος | |
ალექსანდრე მაკედონელი ალექსანდრეს მოზაიკაში ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში, ნეაპოლი, იტალია | |
მაკედონიის ბასილევსი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 336 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 323 |
წინამორბედი: | ფილიპე II |
მემკვიდრე: |
ალექსანდრე IV ფილიპე III |
ეგვიპტის ფარაონი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 332 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 323 |
წინამორბედი: | დარიოს III |
მემკვიდრე: |
ალექსანდრე IV ფილიპე III |
სპარსეთის შაჰანშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 330 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 323 |
წინამორბედი: | დარიოს III |
მემკვიდრე: |
ალექსანდრე IV ფილიპე III |
აზიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 331 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 323 |
წინამორბედი: | ტიტული შეიქმნა |
მემკვიდრე: |
ალექსანდრე IV ფილიპე III |
სხვა წოდებები: | მაკედონიის ბასილევსი, კორინთოს ლიგის ჰეგემონი, სპარსეთის შაჰანშაჰი, ეგვიპტის ფარაონი, აზიის ლორდი. |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 ივლისი, ძვ. წ. 356 |
დაბ. ადგილი: | პელა, მაკედონია |
გარდ. თარიღი: | 11 ივნისი, ძვ. წ. 323 |
გარდ. ადგილი: | ბაბილონი |
მეუღლე: | როქსანა, სტატეირა II |
შვილები: | ალექსანდრე IV |
სრული სახელი: | ალექსანდრე III |
დინასტია: | არგეადების დინასტია |
მამა: | ფილიპე II |
დედა: | ოლიმპიადა |
რელიგია: | ძველი ბერძნული |
ალექსანდრე რომელსაც ხშირად ალექსანდრე დიდს ან მაკედონელს უწოდებდნენ 20 წლის ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მიუხედავად მცირე ასაკისა მან სერიოზული მომზადება გაიარა. მამამისმა ფილიპე II-მ ჯერ კიდევ გამოჩენილ ფილოსოფოსს არისტოტელეს მიაბარა აღსაზრდელად და 16 წლის ასაკში მისი ლაშქრობების მონაწილე გახდა. ალექსანდრეს უპირველესი სურვილი იყო, რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი, კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს.