მასუდ I
From Wikipedia, the free encyclopedia
მასუდ I, აგრეთვე ცნობილი როგორც რუქნ ად-დინ მასუდი (თურქ. I. Rükneddin Mesud; სპარს. ركن الدین مسعود; არაბ. ركن الدين مسعود; დ. 1095 — გ. 1156) — ქილიჩ-არსლან I-ის შვილი, რუმის სულთანი 1116-1156 წლებში, გარდაცვალებამდე.
მასუდ I | |
---|---|
ركن الدین مسعود | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1116 |
მმართ. დასასრული: | 1156 |
წინამორბედი: | მალიქ-შაჰი |
მემკვიდრე: | ქილიჩ-არსლან II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1095 |
გარდ. თარიღი: | 1156 |
შვილები: | ქილიჩ-არსლან II |
სრული სახელი: | Rukn al-Dīn Mas'ūd |
მამა: | ქილიჩ-არსლან I |
რელიგია: | სუნიზმი |
მასუდ I-ის მამის, ქილიჩ-არსლან I-ის გარდაცვალების შემდეგ[1], რუმის სულთანი გარდაცვლილის ძმა — მალიქ-შაჰი გახდა. დანიშმენდების დახმარებით, მასუდმა დაიპყრო კონია და 1116 წელს მალიქ-შაჰი დაამარცხა, მოგვიანებით, დააბრმავა, ხოლო საბოლოოდ — მოკლა იგი. 1125 წლისთვის, სასულთნოში არსებული ვითარება მისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა, რის გამოც, იგი კონსტანტინოპოლში გაიქცა. ამის შემდეგ, სულთანი დანიშმენდებთან გაერთიანდა, საკუთარი ძმა დაამარცხა და კვლავ რუმის სასულთნოში დაბრუნდა.
1130 წელს, მასუდ I-მა ალაედინის მეჩეთის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, 1221 წელს დასრულდა[2].