From Wikipedia, the free encyclopedia
მარტინ ვისკარა (დ. 22 მარტი, 1963) — პერუელი ინჟინერი და პოლიტიკოსი. იყო პერუს პრეზიდენტი 2018-2020 წლებში. ვისკარა მანამდე იყო მოკეგუის რეგიონის გუბერნატორი, ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების მინისტრი და პერუს ელჩი კანადაში.
მარტინ ვისკარა | |
პერუს 67-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 მარტი 2018 – 10 ნოემბერი 2020 | |
ვიცე-პრეზიდენტი | მერსედეს არაოსი |
პრემიერ-მინისტრი | მერსედეს არაოსი |
წინამორბედი | პედრო პაბლო კუჩინსკი |
პერუს ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივლისი 2016 – 23 მარტი 2018 | |
პრეზიდენტი | პედრო პაბლო კუჩინსკი |
წინამორბედი | მარისოლ ესპინოზა |
პერუს ელჩი კანადაში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ოქტომბერი 2017 – 23 მარტი 2018 | |
პრეზიდენტი | პედრო პაბლო კუჩინსკი |
წინამორბედი | მარსელა ლოპეს ბრავო |
მემკვიდრე | კარლოს გილ დე მონტეს მოლინარი |
ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივლისი 2016 – 22 მაისი 2017 | |
პრემიერ-მინისტრი | ფერნანდო სავალა |
წინამორბედი | ხოსე გალარდო კუ |
მემკვიდრე | ბრუნო გიუფრა |
მოკეგუის რეგიონის გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი 2011 – 31 დეკემბერი 2014 | |
წინამორბედი | ჯეიმ როდრიგეს ვილანუევა |
მემკვიდრე | ჯეიმ როდრიგეს ვილანუევა |
დაბადებული | 22 მარტი, 1963 ლიმა, პერუ |
პოლიტიკური პარტია | დამოუკიდებელი |
მეუღლე | მარიბელ დიას დე ვისკარა |
შვილები | 4 |
განათლება | ინჟინერიის ეროვნული უნივერსიტეტი |
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო პარტიის, „პერუელები ცვლილებებისთივს", ლიდერის პედრო პაბლო კუჩინსკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.
ვისკარა პრეზიდენტი 2018 წლის 23 მარტს გახდა, მას შემდეგ, რაც პერუს 66-ე პრეზიდენტმა, კუჩინსკიმ თანამდებობა დატოვა.[1][2]
ვისკარა APRA-ს ყოფილი წევრის, ცეზარ ვისკარა ვარგასისა და დაწყებითი სკოლის მასწავლებლის, დორის კორნეოს ოჯახში დაიბადა. მამამისი მოკეგუის მერი და პერუს 1978 წელს მოსწვეული პარლამენტის წევრი იყო. მისი ოჯახი თავდაპირველად მოკეგუაში ცხოვრბოდა, თუმცა, მოგვიანებით ავადმყოფობის გამო, ლიმაში გადავიდნენ. ვისკარას ცხოვრებაში მამამისმა დიდი როლი ითამაშა.[3]
1984 წელს ვისკარამ დაამთავრა ინჟინერიის ეროვნული უნივერსიტეტი ლიმაში. ასევე მიღებული აქვს მენეჯმენტის ადმინისტრირების დიპლომი ბიზნესის ადმინისტირირების სკოლაში.[4]
ვისკარას პოლიტიკური ამბიციები ჯერ კიდებ 2006 წელს დაიწყო, როდესაც APRA-ს პარტიით მონკეგუის გუბერნატორობაზე კენჭი იყარა, თუმცა, არჩევნებში დამარცხდა.[3] 2008 წელს მან უთანასწორო გადასახადების გამო ,,მოკეგუასოს" სახელით ცნობილი საპროტესტო აქციები გამართა.[3] ვისკარამ კრიზისის მოსაგვარებლად იმოგზაურა ლიმაში და აცნობა პერუს მთავრობას რეგიონში არსებული სიტუაცია, რითაც მათგან მიიღო დაპირება შეეტანათ ცვლილებები კანონში საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამ მოვლენამ შეუწო ხელი მის სამომავლო წარმატებას.[3]
2011 წელს ვისკარა მოკეგუის გუბერნატორად აირჩიეს. მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს, გაუმჯობესდა სოციალური მდგომარეობა და შემცირდა კორუფციის შემთხვევები, რის გამოც ვაშინგტონ პოსტმა მას პერუს ..უიშვიათესი მაგალითი" უწოდა. მან ასევე მოაგვარა დაპირისპირება მოსახლეობასა და სამთო კომპანია Anglo American-ს შორის. ვისკარა მოკეგუის გუბერნატორი 2014 წლამდე იყო. [3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.