მარტ ლაარი (ესტ. Mart Laar; დ. 22 აპრილი, 1960, ვილიანდი, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1992-1994 და 1999-2002 წლებში. თავდაცვის მინისტრი 2011-2012 წლებში.

სწრაფი ფაქტები ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
მარტ ლაარი
Thumb
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 1992  8 ნოემბერი, 1994
წინამორბედიტიიტ ვიაჰი
მემკვიდრეანდრეს ტარანდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 მარტი, 1999  28 იანვარი, 2002
წინამორბედიმარტ სიიმანი
მემკვიდრესიიმ კალასი

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აპრილი, 2011  6 მაისი, 2012
წინამორბედიიააკ აავიკსოო
მემკვიდრეურმას რეინსალუ

დაბადებული22 აპრილი, 1960
ვილიანდი, ესტონეთის სსრ
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
დახურვა

1983 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი. 1995 წელს ამავე უნივერსიტეტში მიიღო ისტორიის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. რიიგიკოგუს გადაწყვეტილებით 1992 წლიდან პრემიერ-მინისტრია. 1994 წელს პარლამენტმა გადააყენა პრემიერის თანამდებობიდან. პრემიერობის დროს დაიმსახურა წარმატებული რეფორმატორის სახელი. 5 წლის შემდეგ კვლავ დუბრუნდა პრემიერის თანამდებობას, რომელზეც 2002 წლამდე დარჩა.

2006 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველია[1]. ამ თანამდებობაზე დარჩა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე[2]. 2010 წელს მიიწვიეს მოლდოვის მთავრობის მრჩევლად[3].

2011-2012 წლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.