![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/29/Mar-Knopfler-Pensa-Blue.jpg/640px-Mar-Knopfler-Pensa-Blue.jpg&w=640&q=50)
მარკ ნოპფლერი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკ ფროიდერ ნოპფლერი (ინგლ. Mark Knopfler, დ. 12 აგვისტო, 1949) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი, შოტლანდიელ-ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, გიტარისტი, მუსიკალური პროდიუსერი და კინოფილმების მუსიკის ავტორი. იგი ყველაზე კარგად ცნობილია, როგორც როკ-ჯგუფ Dire Straits-ის წამყვანი ვოკალისტი, ლიდერი და გიტარისტი. ჯგუფი ძმასთან, დევიდ ნოპფლერთან ერთად, 1977 წელს დააარსა.
მარკ ნოპფლერი | |
---|---|
![]() მარკ ნოპფლერი 2015 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მარკ ფროიდერ ნოპფლერი |
დაბ. თარიღი | 12 აგვისტო, 1949 (1949-08-12) (74 წლის) |
დაბ. ადგილი | გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი |
როკი რუტს-როკი კელტური როკი ქანთრი-როკი ბლუზ-როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, კინომუსიკის ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ვოკალი |
აქტიური | 1965–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Vertigo, Mercury, Warner |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Fender Stratocaster Pensa Custom MKII Steinberger GL-2 Gibson Les Paul Danelectro Shorthorn Fender Telecaster | |
საიტი | markknopfler.com |
მარკ ნოპფლერი ვიკისაწყობში |
1995 წელს Dire Straits-ის დაშლის შემდეგ ნოპფლერმა ჩაწერა რვა სოლო ალბომი, მრავალ წარმატებულ სიმღერასთან ერთად.[1] იგი არის ცხრა კინოფილმის მუსიკის ავტორი. მათ შორის არის ფილმები „ადგილობრივი გმირი“ (1983), „კელი“ (1984), „პატარძალი პრინცესა“ (1987), „ძაღლის კუდის ქიცინი“ (1997) და „ალტამირა“ (2016).[2]
Dire Straits-ის და სოლო შემოქმედების გარდა, მარკი წარსულში თანამშრომლობდა სხვა აღსანიშნავ მუსიკოსებთან. მათ შორის არიან: ბიბი კინგი, ჩეტ ატკინსი, კრის ბოტი, The Chieftains, ერიკ კლეპტონი, ბობ დილანი, ელტონ ჯონი, ბრაიან ფერი, ემილუ ჰარისი, ჯულს ჰოლანდი, სონი ლანდრეთი, ფილ ლაინეტი, ვენ მორისონი, Steely Dan, სტინგი და ჯეიმზ ტეილორი. ნოპფლერი ხშირად მონაწილეობდა ამა თუ იმ სიმღერის თუ ალბომის ჩაწერაში სესიური მუსიკოსის სახით. იყო ტინა ტერნერის, ბობ დილანის და რენდი ნიუმენის ალბომების პროდიუსერი.
ნოპფლერი ცნობილია, როგორც გიტარაზე თითებით შესრულების მოყვარული. Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში იგი 27-ე ადგილს იკავებს.[3] მთლიანობაში გაყიდულია მარკისა და Dire Straits-ის ალბომების 120 მილიონზე მეტი ასლი.[4][5] ოთხი გრემის მფლობელი ნოპფლერი აგრეთვე ფლობს ედისონის ჯილდო, სტაიგერის ჯილდოს და აივორ ნოველოს ჯილდოს, ისევე, როგორც ბრიტანეთის უნივერიტეტებში მუსიკის სფეროში დოქტორის სამ წოდებას.[6][7]