მარინდუკე
From Wikipedia, the free encyclopedia
მარინდუკე — კუნძული-პროვინცია ფილიპინებში, მიმაროპის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ბოაკი. მარინდუკე ჩრდილოეთით ტაიაბასის ყურიდან სამხრეთით სიბუიანის ზღვამდეა გადაჭიმული. დასავლეთით კესონის პროვინციის ბონდოკის ნახევარკუნძული ესაზღვრება, აღმოსავლეთით — კუნძული მინდორო, ჩრდილოეთით — რომბლონის კუნძული-პროვინცია. მარინდუკეს პროვინციულ წყლებში მდებარეობს კუნძული ვერდე, რომელიც საზღვაო ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა და დაცული საზღვაო ტერიტორიაა.
მარინდუკე ტაგალ. Lalawigan ng Marinduque | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | Boac | ||||
შიდა დაყოფა | Boac, ბუენავისტა (მარინდუკე), გასანი (მარინდუკე), მოგპოგი, სანტა-კრუსი და ტორიხოსი (მარინდუკე) | ||||
კოორდინატები | 13°24′00″ ჩ. გ. 121°58′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Presbitero Velasco, Jr. | ||||
დაარსდა | 1920 | ||||
ფართობი | 952.58 კმ² | ||||
მოსახლეობა | 239 207 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 42 | ||||
საფოსტო ინდექსი | 4900–4905 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.marinduque.gov.ph/ | ||||
| |||||
2013 წელს ფილიპინების ეროვნული პოლიციისა და ფილიპინების უსაფრთხოების ძალების მონაცემებით, მარინდუკე ფილიპინების მასშტაბით ყველზე მშვიდობისმოყვარე პროვინციად დასახელდა, რაც პროვინციაში კრიმინალური შემთხვევების დაბალი მაჩვენებლით იყო განპირობებული. უკანასკნელი 200 წლის მანძილზე ყოველწლიურად პროვინციაში ფილიპინების მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი, მორიონების ფესტივალი იმართება.