From Wikipedia, the free encyclopedia
მარია კრისტინა ესპანელი (ესპ. María Cristina de España; დ. 12 დეკემბერი, 1911 — გ. 23 დეკემბერი, 1996) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის უმცროსი ასული. მარონეს გრაფინია. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის პაპიდა.
მარია კრისტინა ესპანელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 დეკემბერი, 1911 მადრიდი, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
23 დეკემბერი, 1996, (85 წლის) მადრიდი, ესპანეთი |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება | მარონეს გრაფინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) |
ენრიკე სინსანო, მარონეს გრაფი (ქ. 1940 - გარდ. 1968) |
შვილ(ებ)ი |
ვიტორია ჯოვანა მარია ტერეზა ანა ალესანდრა |
მშობლები |
მამა: ალფოსნსო XIII, ესპანეთის მეფე დედა: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი |
მარია კრისტინა დაიბადა 1911 წლის 12 დეკემბერს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის მეოთხე შვილი და მეორე ქალიშვილი. 1931 წლიდან, მას შემდეგ, რაც ალფონსო XIII დაამხეს და ქვეყნიდან გააძევეს, მარია კრისტინა პარიზში, კერძოდ კი ფონტენბლოს სასახლეში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.
1933 წელს ალფონსო თავის ქალიშვილებთან, ბეატრისთან და მარია კრისტინასთან ერთად რომში გადასახლდა. აქ ალფონსომ ისინი სამედიცინო შემოწმებაზე გაატარა და დარწმუნდა, რომ ვიქტორია ევგენიასაგან მათ ჰემოფილია არ გადასცემიათ გენეტიკურად, განსხვავებით მათი ძმების, ალფონსოსა და გონსალოსგან.
მარია კრისტინამ საბოლოოდ უარი განაცხადა თავის მემკვიდრეობაზე ესპანეთის ტახტზე და 1940 წლის 10 ივნისს რომში იგი დაქორწინდა ენრიკე სინსანოზე. ამავე წლის 13 მაისს ენრიკეს იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-მ მარონეს გრაფის წოდება უბოძა. მარია კრისტინასა და ენრიკეს, სულ ოთხი ქალიშვილი შეეძინა:
ესპანეთში მონარქიის კვლავ აღდგენასთან ერთად მარია კრისტინა თავის ქმართან ერთად ესპანეთში დაბრუნდა და იქ დასახლდა. იგი გარდაიცვალა 1996 წლის 23 დეკემბერს, 85 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ტურინში, მისი ქმრის საგვარეულო აკლდამაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.