Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეატრის ესპანელი (ესპ. Beatriz de España, იტალ. Beatrice di Spagna; დ. 22 ივნისი, 1909 — გ. 22 ნოემბერი, 2002) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის უფროსი ქალიშვილი. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის პაპიდა.
ბეატრის ესპანელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 ივნისი, 1909 სეგოვია, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
22 ნოემბერი, 2002, (93 წლის) რომი, იტალია |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება | სივიტელა-სესის პრინცესა |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) |
ალესანდრო ტორლონია, სივიტელა-სესის პრინცი (ქ. 1935) |
შვილ(ებ)ი |
სანდრა, კლემენტეს გრაფინია მარკო, სივიტელა-სესის პრინცი მარინო ოლიმპია |
მშობლები |
მამა: ალფონსო XIII, ესპანეთის მეფე დედა: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი |
ბეატრისი დაიბადა 1909 წლის 22 ივნისს სეგოვიაში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და მისი მეუღლლის, დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის მესამე შვილი და პირველი ასული. 1931 წელს, როდესაც მეფე ალფონსო დაამხეს და ესპანეთის მეორე რესპუბლიკა ჩამოყალიბდა ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით, სამეფო ოჯახი ქვეყნიდან გააძევეს და ბეატრისიც მშობლებთან ერთად თავიდან საფრანგეთში, პარიზის ცენტრში მდგარ ფონტენბლოს სასახლეში დასახლდა.
1933 წლიდან, ალფონსო და ვიქტორია ევგენია ერთმანეთს დასცილდნენ და ვიქტორია ევგენია ქალიშვილებთან ერთად რომში გადასახლდა.
1935 წლის 14 იანვარს ბეატრისი ცოლად გაჰყვა ადგილობრივ, რომაელ დიდგვაროვან ალესანდრო ტორლონიას, რომელიც სივიტელა-სესის პრინცის წოდებას ატარებდა. ამის შემდეგ ბეატრისიც სივიტელა-სესის პრინცესა გახდა. მათ ჯვარი თვით რომის პაპმა პიუს XI-მ დასწერათ, საქორწინო ღონისძიებები კი ალესანდროს ჯირაუდ-ტორლონიის სასახლეში გაიმართა.
ბეატრისსა და ალესანდროს სულ ოთხი შვილი შეეძინათ:
1938 წელს, დედამისის, დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის ზეწოლით ბეატრისმა ოფიციალურად განაცხადა უარი ესპანეთის ტახტსა და ყველა მასთან დაკავშირებულ მემკვიდრეობაზე. ამის გამო მას ჩამოერთვა ესპანეთის ინფანტას წოდება და მასთან ერთად მისმა შვილებმაც დაკარგეს ესპანური მემკვიდრეობა.
ბეატრისი გარდაიცვალა 2002 წლის 22 ნოემბერს რომში, 93 წლის ასაკში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.