მარი ავესნისი (ფრანგ. Marie d'Avesnes; დ. 1280 — გ. 1354) — ჰოლანდიის გრაფ იოჰან II-ისა და ფილიპა ლუქსემბურგელის ასული. ბურბონის ჰერცოგინია როგორც ლუი I-ის მეუღლე.

სწრაფი ფაქტები მარი ავესნისი, დაბადების თარიღი ...
მარი ავესნისი
Thumb
დაბადების თარიღი 1280
გარდაცვალების თარიღი 1354
წოდება ბურბონის ჰერცოგინია, ლა მარშისა და კლერმონის გრაფინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ლუი I, ბურბონის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი პიერ I, ბურბონის ჰერცოგი
ჟანა, ფორეს გრაფინია
მარგარიტა
მარი, ლათინთა იმპერატრიცა
ფილიპი
ჟაკი
ჟაკ I, ლა მარშის გრაფი
ბეატრისი, ბოჰემიის დედოფალი
მშობლები მამა: იოჰან II, ჰოლანდიის გრაფი
დედა: ფილიპა ლუქსემბურგელი
დახურვა

ოჯახი

მარი იყო ჰოლანდიისა და ენოს გრაფ იოჰან II-ისა და მისი მეუღლის, ფილიპა ენოელის ასული. მისი ძმა, ვილჰელმი შემდგომში ასევე ჰოლანდიისა და ენოს გრაფი გახდა, რომლის მხრიდანაც, მარის ძმის შვილებად ერგებოდნენ საღვთო რომის იმპერატორ ლუდვიგ IV-ის ცოლი მარგარიტა ენოელი და ინგლისის მეფე ედუარდ III-ის მეუღლე ფილიპა ენოელი. ფილიპას შვილები იყვნენ უელსის "შავი პრინცი" ედუარდი, მეფე რიჩარდ II და ლანკასტერთა დინასტიის დამაარსებელი ჯონი, რომელიც იყო მამა მეფე ჰენრი IV-ისა.

1310 წელს მარი ცოლად შერთეს ბურბონის ჰერცოგ რობერ კლერმონელისა და ბეატრის ბურგუნდიელის უფროს ვაჟს, ჰერცოგ ლუი I-ს, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა:

  1. პიერ I (1311-1356), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო იზაბელ დე ვალუა, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი. იგი დაიღუპა პუატიეს ბრძოლაში;
  2. ჟანა (1312-1402), ცოლად გაჰყვა ფორეს გრაფ გაი VII-ს;
  3. მარგარიტა (1313-1362), ცოლად გაჰყვა სალის გრაფ ჟან II-ს;
  4. მარი (1315-1387), ცოლად გაჰყვა გალილეს პრინც გაი ლუზინიანს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ლათინთა იმპერატორ რობერ ტარანტოელზე, თუმცა შვილები მხოლოდ პირველი ქმრისგან ეყოლა;
  5. ფილიპი (1316-1327), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ჟაკი (1318), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. ჟაკ I (1319-1362), ლა მარშის გრაფი, ცოლად შეირთო ჟანა დე შატილონი, მოკლეს ბრინუას ბრძოლაში;
  8. ბეატრისი (1320-1383), პირველად ცოლად გაჰყვა ბოჰემიის მეფე იოჰან ლუქსემბურგელს, მისი დაღუპვის შემდეგ კი იქორწინა ოდე II გრანსეიზე.

ლიტერატურა

  • Goeij, Hana de (23 November 2016). "A Breakthrough in C-Section History: Beatrice of Bourbon's Survival in 1337". New York Times. p. A17. Retrieved 24 November 2016.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.