აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ოფიციალურად მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესია[1][2][3][4] — მსოფლიოში მეორე უდიდესი ქრისტიანული ეკლესია მიმდევართა რაოდენობის მიხედვით, რომელთა რიცხვი 200–260 მილიონს უტოლდება.[5][6][7][8] როგორც ერთ-ერთმა უძველესმა რელიგიურმა ინსტიტუტმა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდი როლი ითამაშა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიასა და კულტურაში.[9] წარმოადგენს ერთობას, რომელშიც შედის ავტოკეფალური ეკლესიები, რომელთაც მართავენ საკუთარი ეპისკოპოსები წმინდა სინოდის აპარატით.[7] ეკლესიას არ აქვს კათოლიკე პაპის ანალოგიური ცენტრალური დოქტრინალური ან მმართველი ორგანო, მაგრამ ეპისკოპოსთა შორის კონსტანტინოპოლის პატრიარქი აღიარებულია როგორც primus inter pares (პირველი თანასწორთა შორის).