მარგერიტა სავოიელი (1589-1655)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგერიტა სავოიელი (იტალ. Margherita di Savoia, პორტ. Margarida de Saboia, ესპ. Margarita de Saboya; დ. 28 აპრილი, 1589, ტურინი, სავოიის საჰერცოგო — გ. 26 ივნისი, 1655, ბურგოსი, ესპანეთის იმპერია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ისა და მისი პირველი ცოლის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის უმცროსი ასულის, ინფანტა კატალინა მიკაელა ჰაბსბურგის უფროსი ქალიშვილი. მანტუასა და მონფერატოს ჰერცოგინია 1612 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე როგორც ფრანჩესკო IV-ის მეუღლე. პორტუგალიის უკანასკნელი მეფის ნაცვალი, ანუ იგივე ვიცე-დედოფალი 1634-40 წლებში, რაც საბოლოოდ პორტუგალიის ესპანეთისაგან გამოყოფით დაგვირგვინდა.
სწრაფი ფაქტები მარგერიტა სავოიელი, მმართ. დასაწყისი: ...
მარგერიტა სავოიელი | |
---|---|
მანტუასა და მონფერატოს ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 9 თებერვალი, 1612 |
მმართ. დასასრული: | 22 დეკემბერი, 1612 |
წინამორბედი: | ელეონორა მედიჩი |
მემკვიდრე: | კატერინა მედიჩი |
პორტუგალიის ვიცე-დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 დეკემბერი, 1634 |
მმართ. დასასრული: | 1 დეკემბერი, 1640 |
წინამორბედი: | დიეგო დე კასტრო |
მემკვიდრე: | დამოუკიდებლობის აღდგენა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 აპრილი, 1589 |
დაბ. ადგილი: | ტურინი, სავოიის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 26 ივნისი, 1655, (66 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბურგოსი, ესპანეთის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | ბურგოსი, ესპანეთი |
მეუღლე: |
ფრანჩესკო IV, მანტუას ჰერცოგი (ქ. 1608 - გარდ. 1612) |
დინასტია: | სავოიები |
მამა: | კარლო ემანუელე I, სავოიის ჰერცოგი |
დედა: | კატალინა მიკაელა ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა