მანგლისისა და წალკის ეპარქია
From Wikipedia, the free encyclopedia
მანგლისისა და წალკის ეპარქია — საქართველოს ეკლესიის ყოფილი საეპისკოპოსო სამხრეთ საქართველოში. მოიცავდა თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებს.
ეპარქია დაარსდა ვახტანგ გორგასლის მიერ და მეოთხე სამღვდელმთავროდ ითვლება. მანგლისის ეპარქიას თავიდანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რამაც მასში სიწმინდეების დაცვამ და საკათედრო ტაძრის აგებამ განაპირობა. მანგლისის საკათედრო ტაძარი VI საუკუნეში ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, მას ძველი წყაროები მცხეთის ჯვართან ერთად მოიხსენიებდნენ. 1992 წელს მანგლისის და წალკის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი ანანია (თენგიზ ჯაფარიძე).
2013 წლის 11 ოქტომბერს მანგლისისა და წალკის ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი ეპარქია:
- მანგლისისა და თეთრიწყაროს;
- აგარაკ-წალკის.[1]