ჰოსპიტალიერები
From Wikipedia, the free encyclopedia
წმ. იოანე ნათლისმცემელის ორდენის რაინდები ასევე წმინდა იოანეს ორდენი, ჰოსპიტალიერთა ორდენი, ჰოსპიტალიერი რაინდები, იოანიტები, ჰოსპიტალიერები — შუა საუკუნეების ყველაზე სახელგანთქმული დასავლურ-ქრისტიანული სამხედრო ორდენი.
ჰოსპიტალიერი რაინდები ჰოსპიტალიერთა ორდენი/საძმო წმ. იოანეს რაინდები, როდოსის რაინდები, მალტის რაინდები | |
---|---|
ჰოსპიტალიერთა ორდენის ჯვარი | |
აქტიური | 1099 – დღემდე |
ტიპი | დასავლურ-ქრისტიანული სამხედრო ორდენი |
ალიანსი | რომის პაპი |
მთავარსარდლობა (გარნიზონი) |
იერუსალიმი, მოგვიანებით როდოსი, მალტა და რომი |
მფარველი | წმ. ქალწული მარიამი წმ. იოანე ნათლისმცემელი |
დევიზი | Pro Fide, Pro Utilitate Hominum / რწმენისთვის, ადამინთა სასარგებლოდ |
ფერები | შავი-თეთრი, წითელი-თეთრი |
ბრძოლები | ჯვაროსნული ლაშქრობები ასკალონის ალყა (1153) არსუფის ბრძოლა (1191) აკრის ალყა (1291) როდოსის ალყა (1480) როდოსის ალყა (1522) პრევეზის ბრძოლა (1538) ტრიპოლის ალყა (1551) მალტის დიდი ალყა (1565) ლეპანტოს ბრძოლა (1571) ბერბერი მეკობრეები (1607) |
დაიშალა | დღემდე აქტიური (SMOM) |
მეთაურები | |
დიდი მაგისტრი | ჟერარდ დე მარტიგი (1-ლი) |
ცნობილი მეთაურები |
ჟან პარისოტ დე ვალეტი გარნე დე ნაბლუსი |
ჰოსპიტალიერები სავარაუდოდ გამოჩნდნენ როგორც ცალკეული პიროვნებების ჯგუფი რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ ამალფის ჰოსპიტალთან (საავადმყოფოსთან), რომელიც იერუსალიმის ერთ-ერთ რაიონში მურისტანში მდებარეობდა. წმ. იოანე ნათლისმცემელის სახელობის ჰოსპიტალი დაახლოებით 1023 წელს ჟერარდ დე მარტიგიმ დააარსა, საავადმყოფოს მიზანი გაჭირვებულთა დახმარება, ასევე წმინდა მიწაზე დაავადებული და დაჭრილი პილიგრიმების მკუნალობა იყო.[1] პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, როდესაც 1099 წელს ქრისტიანმა ლათინებმა იერუსალიმი აიღეს, ორგანიზაცია რელიგიურ და სამხედრო ორდენად გადაიქცა, რომლის მოვალეობასაც წმინდა მიწის მოვლა და დაცვა წარმოადგენდა. მუსულმანების მიერ იერუსალიმის დაპყრობის დროს ორდენი როდოსიდან ოპერირებდა, რა დროსაც ორგანიზაცია სუვერენული იყო, მოგვიანებით ორდენმა და მისმა წევრებმა მალტაში გადაინაცვლეს სადაც ისინი სიცილიის ესპანელი მეფის ნაცვლის ვასალები იყვნენ.
ორდენი რეფორმაციამ დაასუსტა, მაშინ როდესაც ჩრდილოეთ გერმანიასა და ნიდერლანდებში ორდენის მდიდარმა მეთაურებმა პროტესტანტობა მიიღეს, რის შემდეგაც ინგლისში, დანიაში და ჩრდილოეთ ევროპაში ორდენი დაიშალა (გაუქმდა). გარდა ამისა რომაულ-კათოლიკური ორდენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა 1798 წელსაც, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ მალტის დაიპყრობის შემდეგ. ორდენმა ძალა მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის აღიდგინა, რა დროს ის ჰუმანიტარული და რელიგიური მხარეებისაკენ იქნა მიმართული. 1834 წელს ორდენმა, რომელიც უკვე ცნობილი იყო მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის (მსსო ან SMOM-ი) სახელით რომში ახალი შტაბი შეიძინა, რომელშიც დღემდე მოღვაწეობს ორდენი.
დღეისათვის არსებობს ხუთი თანამედროვე, სახელმწიფოს მიერ აღიარებული რაინდული ორდენი რომლებიც აცხადებენ, რომ ჰოსპიტალიერთა ტრადიციების თანამედროვე მემკვიდრეები არიან. ყველა მათგანი თანხმდება, რომ „მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი” ჭეშმარიტი (ორიგინალი) ორდენია. დანარჩენი ოთხი არარომაულ-კათოლიკური ორდენები კი ამტკიცებენ რომ მათ და მალტის ორდენს ერთი ძირი აქვთ (საერთო წინაპარი ჰყავთ). პროტესტანტული ორდენი არსებობს: გერმანიაში, ნიდერლანდებში და შვედეთში, ასევე აღორძინდა ბრიტანეთშიც არასექტანტური წმინდა იოანეს საპატიო ორდენი რომლის მთავარი შენობაც (ე.წ. შტაბიც) გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს.[2]