მალის რეგიონები
From Wikipedia, the free encyclopedia
მალის რეგიონები — მალი ადმინისტრაციულად იყოფა რეგიონებად და ერთ დედაქალაქის რაიონად. რეგიონებს სახელწოდებები მიღებული აქვთ მათი ადმინისტრაციული ცენტრების მიხედვით. რეგიონები იყოფა 49 მეორე დონის ადმინისტრაციულ ერთეულად (Cercles) და მესამე დონის 703 კომუნად.[1]
რეგიონები დანომრილია რომაული სისტემით დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით[2]. ქალაქი ბამაკო წარმოადგენს ცალკე მდგომ ადმინისტრაციულ ერთეულს.