From Wikipedia, the free encyclopedia
მაისანის მუჰაფაზა იგივე მაისანის პროვინცია (არაბ. ميسان) — მუჰაფაზა ერაყში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან. ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ამარა. მუჰაფაზის ფართობი 16 072 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, მაისანში 971 400 ადამიანი ცხოვრობდა. ადმინისტრაციული ცენტრის მოსახლეობა კი 2012 წელს 511 542 ადამიანს შედგენდა. პროვინციის გუბერნატორი არის ადილ მუჰავდარ რადი.
მუჰაფაზა | |
---|---|
მაისანის პროვინცია ميسان | |
ქვეყანა | ერაყი |
ადმ. ცენტრი | ელ-ამარა |
კოორდინატები | 31°54′00″ ჩ. გ. 47°02′00″ ა. გ. |
ფართობი | 16 072 კმ² |
მოსახლეობა | 971 400 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+3 |
მოსახლეობის დიდი ნაწილი არის შიიზმის მიმდევარი. ეს ასეა ირან-ერაყის ომის შემდეგ. თუმცა რაღაც ნაწილი სუნიზმის მიმდევარია.
მაისანის მუჰაფაზას აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთი ირანის ოსტანები, ილამი და ხუზისტანი ესაზღვრება. ამას გარდა მას ბასრის, ვასიტისა და დი-ქარის მუჰაფაზები ესაზღვრება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.