მაიკლ ბლუმბერგი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაიკლ რუბენს ბლუმბერგი (Michael Rubens Bloomberg; დ. 14 თებერვალი, 1942) — ამერიკელი ბიზნესმენი, ქალაქ ნიუ-იორკის მერი 2002-2013 წლებში. კარიერის განმავლობაში დემოკრატმა 2001 წლის ქალაქის მერის არჩევნებში კენჭი რესპუბლიკელების მანდატით იყარა და გაიმარჯვა. 2005 წელს იგი მეორე ვადით აირჩიეს. ამჟამად ფორბს 400 სიაში სიმდიდრით მერვე ამერიკელია $20 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
მას ხშირად ახსენებდნენ, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ეს მოსაზრება მის მიერ 2007 წელს რესპუბლიკელთა პარტიის დატოვებამ განაპირობა. მან ეს ეჭვები საბოლოოდ გააქარწყლა ნიუ-იორკ ტაიმზის 2008 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში, სადაც ის ამბობს: "მე ყურადღებით მოვუსმინე მათ, ვინ მაქეზებდა [არჩევნებში მონაწილეობისკენ], მაგრამ მე არა ვარ - და არ ვიქნები - პრეზიდენტობის კანდიდატი".
2008 წლის სექტემბერში გაჩნდა ცნობები, რომ ბლუმბერგი ცდილობდა კანონში ცვლილებების შეტანას, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა მესამედ ეყარა კენჭი მერის პოსტზე. 2008 წლის 2 ოქტომბერს ბლუმბერგმა გამოაცხადა, რომ აპირებდა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე მოთხოვნას. 23 ოქტომბერს ქალაქ ნიუ-იორკის საბჭომ მხარი დაუჭირა (29 მომხრე/22 წინააღმდეგი) მერისთვის მესამედ კენჭისყრის უფლებას და, შესაბამისად, ბლუმბერგს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცა.