![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8e/Capitoline_Brutus_Musei_Capitolini_MC1183.jpg/640px-Capitoline_Brutus_Musei_Capitolini_MC1183.jpg&w=640&q=50)
ლუციუს იუნიუს ბრუტუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუციუს იუნიუს ბრუტუსი (ლათ. Lucius Junius Brutus) (დ. ? ― გ. ძვ. წ. 509), რომის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი კონსული. რომის უკანასკნელი მეფის ლუციუს ტარკვინიუსის დის შვილი.
ლუციუს იუნიუს ბრუტუსი Lucius Junius Brutus | |
![]() ლუციუს იუნიუს ბრუტუსი | |
რომის რესპუბლიკის კონსული | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ძვ. წ. 509 – ძვ. წ. 509 თანაკონსული: ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი, მოგვიანებით პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ტრიციპიტინუსი და პუბლიკოლა |
დაბადებული | უცნობია ძველი რომი |
გარდაცვლილი | ძვ. წ. 509 სილვა არსია, რომი |
მოქალაქეობა | რომის რესპუბლიკა |
შვილები | ტიტუსი და ტიბერიუსი |
რომის რესპუბლიკის შექმნამდე ქვეყანას მეფეები მართავდნენ. ბრუტუსის წინამძღოლობით აჯანყებულებმა მეფე ტარკვინიუსი მისი ძის მიერ არისტოკრატი ქალის ლუკრეციას გაუპატიურების შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და რომიდან გააძევეს. ეს მოვლენა აღწერილია ლივიუსის Ab Urbe Condita-ში რომის ისტორიის პერიოდში, რომლის შესახებაც სარწმუნო წყაროები არ მოიპოვება (ძვ. წ. 390 წელს გაულების მიერ რომის გადაწვით განადგურდა თითქმის ყველა მანამდე არსებული დოკუმენტი). ლივიუსის თანახმად, ბრუტუსს მეფის წინააღმდეგ ამბოხების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ტარკვინიუსის მიერ მისი ძმის, გავლენიანი სენატორის, მკვლელობის მოწყობა, რომელიც ტარკვინიუსს სამეფო ტახტისთვის ეპაექრებოდა.