ლორეს ნეიტრალური ზონა
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ლორეს ნეიტრალური ზონა — სადავო ბუფერული ტერიტორია სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. შეიქმნა 1919 წლის იანვარს სომხეთ-საქართველოს ომის შედეგებისა და ბრიტანეთის შუამავლობით. ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა ბრიტანეთის გენერალ-გუბერნატორს.
1920 წლის ნოემბერში თურქეთის სომხეთის შეჭრის შემდეგ, სომხეთის მთავრობასთან შეთანხმებითა და თურქული ოკუპაციის მოლოდინით, ნეიტრალური ზონა ქართულმა მხარემ დაიკავა. თუმცა ქართული ჯარები აქ არ გაჩერებულან და განაგრძეს სვლა სამხრეთით და აიღეს ტერიტორიები, რომლზედაც თბილისს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჰქონდა პრეტენზიები. ადგილზე ნაჩქარევად გამართული პლებისციტის შედეგად საქართველომ მათი ანექსია მოახდინა.
1921 წლის 12 თებერვალს ლორეში პრო-კომუნისტურმა ძალებმა მოაწყვეს ამბოხი, რაც წითელარმიელებისთვის საბაბი გახდა რათა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ლორეს ზონა, ჯერ საქართველოს შემადგენლობაში რჩებოდა (რაც გარკვეულწილად განპირობებული იყო „1921 წლის თებერვლალში შიდა ქართული აჯანყების“ მითის შესანარჩუნებლად), მოგვიანებით კი „ეთნიკური ნიშნით“ სომხეთის სსრ-ს გადაეცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.