ამერიკელი ეკონომისტი და მათემატიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
ლოიდ შეპლი (ინგლ. Lloyd Stowell Shapley; დ. 2 ივნისი, 1923, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ — გ. 12 მარტი, 2016, ტუსონი, აშშ) — ამერიკელი ეკონომისტი და მათემატიკოსი. 2012 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში. დაიბადა ასტრონომ ჰარლოუ შეპლისა და მარტა ბეც შეპლის ოჯახში.[13]
მსახურობდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში (1943—1945). ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრი (1948), პრინსტონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი (1953). მუშაობდა კორპორაცია RAND-ში (1948—1949; 1954—1981), 1981 წლიდან, გარდაცვალებამდე, კალიფორნიის უნივესიტეტში (ლოს-ანჯელესი) მოღვაწეობდა .
დაჯილდოებულია ბრინჯაოს ვარსკვლავის სამხედრო მედლით. ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიისა (1974-დან) და აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (1979-დან) აკადემიკოსი. ამერიკული ეკონომიკური ასოციაციის საპატიო წევრი (2007-დან). 2012-2016 წლებში ამერიკული მათემატიკური საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში ელვინ როთთან ერთად (2012).
გარდაიცვალა 2016 წლის 12 მარტს, 92 წლის ასაკში, ტუსონში, ბარძაყის ძვლის მოტეხილობით[14].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.