ლოგანი (ინგლ. Mount Logan) — მწვერვალი წმინდა ილიას მთებში. კანადის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 5959 მ. მოქცეულია კლუანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. აგებულია გრანიტებით. დაფარულია მოზრდილი მყინვარებით, რომლებიც თითქმის მთის ძირამდე აღწევენ. დასაბამს აძლევს ხეობის ტიპის მყინვარებს. კალთაზე ეშვება დიდი მყინვარი ჰაბარდი. აღსანიშნავია აგრეთვე ლოგანის მყინვარი. სახელი ეწოდა უილიამ ედმუნდ ლოგანის (1798-1875) პატივსაცემად.
ლოგანი | |
---|---|
ლოგანი | |
კოორდინატები: 60°34′02″ ჩ. გ. 140°24′10″ დ. გ. | |
ქვეყანა | კანადა |
სიმაღლე | 5959 მ |
ქედი | წმინდა ილიას მთები |
- ლოგანი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.