ქედი საქართველოში, გურიისა და იმერეთის მხარეებში From Wikipedia, the free encyclopedia
ლობოროტის ქედი — ქედი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთისა და იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება, მდინარეების წაბლარასწყლის (ხანისწყლის მარცხენა შენაკადი), სუფსისა და სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფი. მერიდიანული მიმართულებისაა, იწყება მწვერვალ მეფისწყაროდან, გამოიყოფა გურიის(ნიგოეთის) და შუაგორის შტოქედები. აგებულია შუაეოცენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფებითა და ანდეზიტური განფენით. კალთები ციცაბო და ძლიერ დაღარული აქვს, თხემი — ფართო. ქედზე აღმართულია მწვერვალები: დიდი ლობოროტი (2730 მ), პატარა ლობოროტი (2415 მ), თაფლოვანი (2323 მ), შუაგორა (2268 მ), ლამაზგორა (2174 მ) და სხვა. კალთები ქვემოთ შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით, ზემოთ წიფლნარ-მუქწიწვოვნებით. თხემზე სუბალპური ლიხი და ალპური მდელოებია.
ლობოროტის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°54′14″ ჩ. გ. 42°39′59″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გურიის მხარე იმერეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | დიდი ლობოროტი |
სიმაღლე | 2730 მ |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია, ტუფი და ანდეზიტი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.