ლიკანკაბური
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიკანკაბური (ესპ. Licancabur) — სიმეტრიული სტრატოვულკანი სამხრეთ ამერიკაში, ჩილესა და ბოლივიის საზღვარზე. მდებარეობს ლაგუნა-ვერდეს ტბის სამხრეთ-დასავლეთით. ვულკანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი და ზღვის დონიდან 5400 მ სიმაღლის მწვერვალი ეკუთვნის ბოლივიას, ხოლო დანარჩენი, მისი უდიდესი ნაწილი, 5920 მ სიმაღლის მწვერვალი და ვულკანური კრატერი ჩილეს.[1][2]
სწრაფი ფაქტები ლიკანკაბური ...
ლიკანკაბური | |
---|---|
ლიკანკაბური | |
კოორდინატები: 22°50′00″ ს. გ. 67°53′00″ დ. გ. | |
ქვეყანა | ბოლივია ჩილე |
სიმაღლე | 5920 მ |
დახურვა
ასევე ჩილეს საზღვრებშია ვულკანთან მდებარე კრატერის ტბა ლიკანკაბური, რომელიც წელიწადის უმეტეს დროს ყინულითაა დაფარული. მისი ტემპერატურა ხშირად -30 °C-მდე ეცემა. შეიცავს პლანქტონურ ფაუნას.
მწვერვალზე მდებარეობს ინკების მიერ აშენებული ძეგლების ნანგრევები, რომლებიც ამტკიცებს, რომ მისი ამოფრქვევა მინიმუმ ბოლო 500-1000 წლის მანძილზე არ მომხდარა.