ლიგურია (Liguria) — ჩრდილო-დასავლეთ იტალიის სანაპირო რეგიონი გენუის ყურესთან. წარმოადგენს იტალიის მესამე ყველაზე პატარა რეგიონს. დედაქალაქია გენუა. მოიცავს იტალიური რივიერის კურორტებს, რომლებიც პოპულარულია ტურისტებში თავის ულამაზესი პლაჟებით, თვალწარმტაცი პატარა ქალაქებითა და კარგი სამზარეულოთი.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლიგურია Liguria | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | გენუა | ||||
შიდა დაყოფა | გენუის პროვინცია, იმპერიის პროვინცია, სპეციის პროვინცია, სავონის პროვინცია და Metropolitan City of Genoa | ||||
კოორდინატები | 44°27′00″ ჩ. გ. 8°46′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Giovanni Toti | ||||
დაარსდა | 1970 | ||||
ფართობი | 5 422 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 617 000 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 298,2 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.liguria.it | ||||
გეოგრაფია
ლიგურიას დასავლეთით საფრანგეთი ესაზღვრება, ჩრდილოეთით — პიემონტის რეგიონი, აღმოსავლეთით — ემილია-რომანია და ტოსკანა. გადაჭიმულია ლიგურიის ზღვის სანაპიროზე და წარმოადგენს ხმელეთის ვიწრო ზოლს, რომელსაც ესაზღვრება ზღვა და ალპებისა და აპენინის მთები, რომელთა ზოგიერთი მწვერვალიც სიმაღლეში 2000 მეტრს აღწევს.
ლიგურიის ფართობი მხოლოდ 5 422 კმ²-ია, რაც მთელი იტალიის ფართობის 1.18%-ია. აქედან, 3 524,08 კმ² მთიანია (65%) და 891,95 კმ² გორაკ-ბორცვიანი (35%). ლიგურიის ბუნებრივი ნაკრძალები რეგიონის 12%-ს მოიცავს ( 60 000 ჰა) და შედგება ერთი როვნული ნაკრძალის, ექვსი მოზრდილო პარკის, ორი მცირე პარკის და სამი ბუნების ნაკრძალისგან.
კონტინენტური შელფი საკმაოდ ვიწროა და ფრიალო კლდეები პირდაპირ ზღვაში ეშვება მისი 315 კმ-იანი სანაპირო ზოლის გასწვრივ. დიდი მდინარეების შესართავებთან, გადაჭიმულია პატარა პლაჟები, მაგრამ არსადაა ღრმა უბეები და ბუნებრივი ნავსადგურები, გარდა გენუისა და სპეციისა.
გორაკების რკალი გადაჭიმულის სანაპირო ზოლის მიღმა, რომელიც ზღვასთან ერთად რბილ კლიმატს განაპირობებს მთელი წლის მანძილზე. ზამთრის საშუალო ტემპერატურაა 7 — 10 °C (45 to 50 °F), ზაფხულის კი 23 — 24 °C (73 to 75 °F). საკმაოდ უხვად მოდის ნალექები, რისი მიზეზიც სანაპიროსთან ძალიან ახლოს მდებარე მთებია, რაც ოროგრაფიულ ეფექტს ქმნის. გენუისა და ლა-სპეციის ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2 000 მმ-ია, დანარჩენ ადგილებში კი შეიმჩნევა ნალექების ნორმალური, ხმელთაშუაზღვიური ნორმა 500 — 800 მმ-ით წელიწადში.
ადმინისტრაციული დაყოფა
ლიგურიის რეგიონი ადმინისტრაციულად 4 პროვინციად იყოფა:
პროვინცია | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა | სიმჭიდროვე (კაცი/კმ²-ზე) |
---|---|---|---|
გენუის პროვინცია | 1,838 | 884,945 | 481.5 |
იმპერიის პროვინცია | 1,156 | 220,217 | 190.5 |
სპეციის პროვინცია | 881 | 222,602 | 252.7 |
სავონის პროვინცია | 1,545 | 265,194 | 185.2 |
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-03-12 საიტზე Wayback Machine.
- Map of Webcams in Liguria დაარქივებული 2011-10-01 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) ტურისტული გზამკვლევი დაარქივებული 2011-07-13 საიტზე Wayback Machine.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.