ლეში
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეში, მძორი — მკვდარი ცხოველის ან ადამიანის სხეული.[1]
ლეში ეკოსისტემების უმეტესობაში მნიშვნელოვანი საკვები წყაროა დიდი ხორცისმჭამელებისა და ყოვლისმჭამელებისათვის. ლეშიჭამიების მაგალითებია: ყვავი, სვავი, კონდორი, ქორი, არწივი,[2] აფთარი,[3] ვირჯინიული ოპოსუმი,[4] ტასმანიური ეშმაკი,[5] კოიოტი[6] და კომოდოს ვარანი. ბევრი უხერხემლო, როგორებიცაა ლეშიჭამია და საფლავის ხოჭოები,[7] ასევე ხორცის ბუზებისა (მაგ., Calliphora vomitoria-ს) და ხორცის რუხი ბუზების მატლები, ჭამს ლეშს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოველურ ნარჩენებში არსებული აზოტისა და ნახშირბადის გადამუშავებაში.[8]
ლეში ცხოველის სიკვდილისთანავე იწყებს გახრწნას, ის სულ უფრო მეტად იზიდავს მწერებს და ამრავლებს ბაქტერიებს. ცხოველის დაღუპვიდან მცირე ხანში მისი ლეში იწყებს უსიამოვნო სუნის გამოშვებას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიების არსებობითა და კადავერინისა და პუტრესცინის გამოყოფით. ზოგიერთი მცენარე და სოკო გახრწნილი ლეშის მსგავსი სუნით იზიდავს მწერებს, რომლებიც მათ გამრავლებაში ეხმარებიან.