ლაციო (იტალ. Lazio; ლათ. Latium) — რეგიონი ცენტრალური იტალიის დასავლეთ ნაწილში. იგი წარმოადგენს ძველი ლათინების განსახლების არეალს ძვ.წ. X ს-დან. რომაელები ცხოვრობდნენ ძვ.წ. IV ს-დან. დაახლოებით 5,7 მლნ მცხოვრებითა და 170 მლრდ მშპ-ით, ლაციო ქვეყნის მესამე ყველაზე დასახლებული და მეორე ყველაზე მდიდარი რეგიონია. იგი მოიცავს რომს, იტალიის დედაქალაქსა და უმსხვილეს ქალაქს.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლაციო Lazio | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | რომი | ||||
შიდა დაყოფა | ფროზინონეს პროვინცია, ლატინის პროვინცია, რიეტის პროვინცია, რომის პროვინცია, ვიტერბოს პროვინცია და Metropolitan City of Rome | ||||
კოორდინატები | 41°54′00″ ჩ. გ. 12°43′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Nicola Zingaretti | ||||
დაარსდა | 1970 | ||||
ფართობი | 17 236 კმ² | ||||
მოსახლეობა | 5 732 212 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 332,6 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.lazio.it/rl main/ | ||||
გეოგრაფია
ლაციოს ფართობი 17 236 კმ²-ია და ესაზღვრება ქვეყნის სხვა რეგიონები: ტოსკანა, უმბრია და მარკე — ჩრდილოეთით, აბრუცი და მოლიზე — აღმოსავლეთით, კამპანია — სამხრეთით, ხოლო დასავლეთით კი ტირენიის ზღვა. რეგიონის რელიეფი ძირითადად დაბლობი და გორაკ-ბორცვიანია, პატარა მთიანი არეალებით აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში.
ლაციოს სანაპირო ზოლი ძირითადას ქვიშიანი პლაჟებისგან შედგება. სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს პონციანის კუნძულები, რომლებიც ადმინისტრაციულად ლაციოს შემადგენლობაში შედის. ჩრდილოეთით, სანაპირო ზოლს მიღმა, გადაჭიმულია მარემას სანაპირო ვაკე, რომელიც კომუნა ჩივიტავეკიასთან ტოლფის მტებით (616 მ) წყდება. რეგიონის ცენტრალური ნაწილი უჭირავს რომის კამპანას (იტალ. campagna romana) — 2 100 კმ² ფართობის ვრცელ ალუვიურ ვაკეს, რომელიც გარს ერტყმის დედაქალაქ რომს. სამხრეთის რაიონები ხასიათდება აგრო-პონტინოს ვაკეებით, რომლებიც ერთ დროს ჭაობიანი და მალარიის გავრცელების არეალი იყო, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში წყალს გამოსტაცეს.
ადმინისტრაციული დაყოფა
ლაციოს რეგიონი ადმინისტრაციულად 5 პროვინციად იყოფა:
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.