ყოფილი პროვინცია იტალიის ლაციოს რეგიონში From Wikipedia, the free encyclopedia
რომის პროვინცია (იტალ. Provincia di Roma) — პროვინცია იტალიაში, ლაციოს რეგიონში, რომელიც არსებობდა 1870 წლიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე. 2015 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული — რომის მეტროპოლიური ქალაქი.[2]
რომის პროვინციას ლაციოს რეგიონის თითქმის ერთი მესამედი ეჭირა. იგი გადაჭიმული იყო რომის ბრტყელ არეალსა და ტიბრის ხეობაში. მის ჩრდილო-დასავლეთით ვრცელდებოდა ტოლფისა და მონტი-საბატინის მთიანი რეგიონები, აღმოსავლეთით — ტიბურტინი-პრენესტინი-სიმბრუინის მთიანი არეალები და ალბანის მთიანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ლეპინე სასკოს ხეობა. პროვინციას დასავლეთით ტირენიის ზღვა ესაზღვრებოდა დაახლოებით 130 კმ სიგრძეზე. პროვინციაში მდებარეობს რამდენიმე ტბა, თითქმის ყველა ვულკანური წარმოშობის, რომლებიც თავს იყრის ჩრდოლო-დასავლეთში.
პროვინცია შედგებოდა 121 კომუნისგან. ცხრილში მოცემულია უდიდესი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.