![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b4/Lucknow_places.jpg/640px-Lucknow_places.jpg&w=640&q=50)
ლაქნაუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაქნაუ (ჰინ. लखनऊ; ურდუ لکھنؤ) — ქალაქი ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატის დედაქალაქი,[2] ლაქნაუს რაიონისა და ლაქნაუს დივიზიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს აუდის რეგიონის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. ლაქნაუ ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც მულტიკულტურული ქალაქი. XVIII-XIX საუკუნეებში იგი ყვაოდა როგორც ჩრდილოეთ ინდოეთის კულტურისა და ხელოვნების დედაქალაქი. დახვეწილი იერი, ულამაზესი ბაღები, პოეზია, მუსიკა და გამორჩეული სამზარეულო, რომელსაც ირანელი შიიტ ნაბობები მფარველობდნენ,[3][4] განთქმულია ინდოელებსა და სამხრეთ აზიის კულტურისა და ისტორიის სტუდენტებს შორის.[5] ლაქნაუ ხალხში ნაბობების ქალაქის, ჰინდის შირაზისა და ინდოეთის კონსტანტინოპოლის სახელითაა ცნობილი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ლაქნაუ ჰინ. लखनऊ ურდუ لکھنؤ | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | უტარ-პრადეშიუტარ-პრადეში |
კოორდინატები | 26°50′00″ ჩ. გ. 80°58′00″ ა. გ. |
ფართობი | 310.1 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 128 მ |
ოფიციალური ენა | ჰინდი ენა, ურდუ ენა[1] და ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 2 815 601 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 2 011 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +91-522 |
საფოსტო ინდექსი | 226001–226026 და 227101–227132 |
საავტომობილო კოდი | UP-32 |
ოფიციალური საიტი | http://www.lucknow.nic.in |
დახურვა
2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 2 815 601 ადამიანს შეადგენს.[6]