ლარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული ლარი (₾ — ქართული ლარის სიმბოლო[1]) — გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა 1995 წლის 2 ოქტომბრიდან[2]. ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები[2].
ტერმინს „ლარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლარი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ქართული ლარი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
კოდი ISO 4217 | GEL | ||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
ოფიციალური მომხმარებლები |
საქართველო | ||||
შედგება | 100 თეთრისგან | ||||
სიმბოლო | ₾ | ||||
მონეტები | 1, 2, 5, 10, 20, 50 თეთრი; 1 და 2 ლარი | ||||
ბანკნოტები | 5, 10, 20, 50, 100, 200, 500 ლარი; 1 და 2 ბანკნოტები ამოღებულია მიმოქცევიდან | ||||
ცენტრალური ბანკი | საქართველოს ეროვნული ბანკი | ||||
საიტი | |||||
გაცვლითი კურსი (13 აგვისტო 2022 თვის) | |||||
1 USD | = 2.7089 GEL | ||||
1 EUR | = 2.7880 GEL | ||||
1 GBP | = 3.2829 GEL |
სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.
ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება[2].
საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება[2].
საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურად[2] ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღებას და მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.
1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.