From Wikipedia, the free encyclopedia
მუსტაფა ლალა-ფაშა (Mustafa Lâla Paşa) (გ. 1580) (მესხური მატიანე ლალა-ფაშას უწოდებს, ოსმალური წყაროები კი — მუსტაფა-ფაშას) — ოსმალი დიდმოხელე და მთავარსარდალი. 1578 წელს ირანის წინააღმდეგ ომში სარდლობდა ოსმალეთის ჯარს, რომელმაც სამცხე-საათაბაგოსა და ქართლზე ილაშქრა. მან ვერ შეძლო საქართველოს დამორჩილება და ამის გამო მთავარსარდლობიდან გადააყენეს.
ქარა მუსტაფა ლალა-ფაშა | |
---|---|
Lala Kara Mustafa Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 აპრილი 1580 |
მმართ. დასასრული: | 7 აგვისტო 1580 |
წინამორბედი: | სემიზ აჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ქოჯა სინან-ფაშა |
სულთანი: | მურად III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახ. 1500 |
დაბ. ადგილი: | სოკოლოვიჩი, ბოსნია |
გარდ. თარიღი: | 7 აგვისტო 1580 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: |
ფატმა ხათუნი ჰიუმაშაჰ სულთანი |
შვილები: |
მეჰმედ-ფაშა სულთანზადე აბდულბაქ-ბეი |
რელიგია: | ისლამი |
მუსტაფა ლალა-ფაშა დაიბადა, დაახლოებით, 1500 წელს სერბეთის სოფელ სოკოლოვიჩში, ქალაქ რუდოსთან ახლოს. იგი სხვა დიდი ვეზირის, სოკოლუ მეჰმედ-ფაშას ნათესავი იყო. უფროსი ძმის, ჰიუსრევ-ფაშას დახმარებით, მუსტაფა სელიმ I-ის სამეფო კარზე აღმოჩნდა[1].
იგი სულეიმან კანუნის პირადი დალაქი იყო. შემდგომ დაინიშნა ჯერ ჭაშნაგირად და შემდეგ — მთავარ მეჯინიბედ. 1555 წელს, იმის შემდეგ, რაც რუსტემ-ფაშა კვალვ დიდი ვეზირის თანამდებობას დაუბრუნდა, მუსტაფა-ფაშა პალესტინა-ცფათის სანჯაყის გუბერნატორად დაინიშნა. მუსტაფა ლალა-ფაშა ასევე იყო შეჰზადე ბაიაზიდის გამზრდელიც, მაგრამ 1556 წელს დანიშნეს ბაიაზიდის უფროსი ძმის, შეჰზადე (უფლისწული) სელიმის გამზრდელად, რომელთანაც ბაიაზიდს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ამ წოდების მიღებამ გამოიწვია შეჰზადე სელიმის დაპირისპირების გამძაფრება შეჰზადე ბაიაზიდთან და მიიჩნევენ, რომ ლალა მუსტაფამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეჰზადე ბაიაზიდის აჯანყებაში.[2]
1560 წლის 14 სექტემბერს მუსტაფა ლალა-ფაშა დაინიშნა ბუდა-პოჟეგის სანჯაყის გუბერნატორად, შემდგომში გახდა ვანის ბეილერბეი.[3] ასევე, მას ერზერუმის, დამასკოსა და ალეპოს ბეილერბეის თანამდებობა ეკავა. 1567 წელს სელიმ II-ის ბრძანებით მან იემენში აჯანყება ჩაახშო. 1569 წლიდან 1571 წლამდე იგი მართავდა ეგვიპტეს[4], სანამ მისი წინამორბედი, ხოჯა სინან-ფაშა თავის პოსტს დაუბრუნდებოდა. ამ პერიოდშივე აირჩიეს მეექვსე ვეზირად.[5].
1572 წელს მესამე ვეზირის სიკვდილის შემდეგ მის ადგილას დაინიშნა კვიპროსის ომის გმირი მუსტაფა. 1578 წელს მურად მესამემ სეფედიანების წინააღმდეგ ომში მთავარსარდლად დანიშა მუსტაფა ლალა და ხოჯა სინან-ფაშა, თუმცა მათ ვერ შეძლეს თანამშრომლობა და მუსტაფას უნდოდა მიეღო ჯილდო წარმატებული კამპანიისთვის, რათა მომდევნო დიდი ვეზირი გამხდარიყო.
9 თვის შემდეგ, დიდი ვეზირი, შემსი აჰმედ-ფაშა გარდაიცვალა და მისი პოსტი დარჩა მუსტაფა ლალა-ფაშას, მაგრამ მისმა მმართველობამ დიდხანს ვერ გასტანა — 4 თვის შემდეგ თავადაც გარდაიცვალა. დიდი ვეზირი 6 წლის ვადით ჰოჯა სინან-ფაშა გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.