მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ლაბოდის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — ზოფხიტურის სათავეში. ლაბოდის მყინვარის სიგრძეა 2,7 კმ, ფართობი 2,0 კმ².
კოორდინატები: 42°52′39″ ჩ. გ. 43°28′15″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
ფართობი | 2,0 კმ² |
სიგრძე | 2,7 კმ |
ტიპი | ხეობური |
მყინვარის ექსპოზიცია სამხრეთ-დასავლეთისაა. ნაწილი დაფარულია მორენებით. მყინვარის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 4000 მ. ფირნის ხაზისა 3220 მ, მყინვარის ენა ეშვება 2420 მ-ზე. მისასვლელი გზა სოფელ ღებიდან.
მყინვარები ლაბოდა და ზოფხიტო 1955 წლამდე შეერთებული იყო და ერთი ენით მთავრდებოდა, ამიტომაცაა, რომ მყინვარი ლაბოდა ადრეულ მკვლევართა ნაშრომებში ცალკე არ არის განხილული. 1958 წლის აეროფოტოსურათებზე ისინი უკვე დამოუკიდებელ მყინვარებს წარმოადგენდნენ. მყინვარების ენები დღეს ერთმანეთისაგან დაახლოებით 1100 მეტრით არის დაცილებული. მათ შორის მდებარე არეალი კი მძლავრი ფლუვიოგლაციალური ნაფენებით არის ამოვსებული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.