![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d3/Spain_LaCorunaFromTower.jpg/640px-Spain_LaCorunaFromTower.jpg&w=640&q=50)
ლა-კორუნია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლა-კორუნია (ესპ. La Coruña) — ქალაქი და ნავსადგური ესპანეთში, გალისიაში, ატლანტის ოკეანის ნაპირზე, ლა-კორუნიის ყურეში. ლა-კორუნიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1208 წელს, თუმცა ნავსადგურის არსებობა ამ ადგილებში რომის იმპერიის ეპოქაშიც ივარაუდება. XVI საუკუნიდან გალისიის ერთ-ერთი პოლიტიკური ცენტრი იყო. 1588 წელს იყო ესპანეთის უძლეველი არმადის გამგზავრების ადგილი, მომდევნო წელს კი ქალაქი ინგლისელი მეზღვაურის, ფრენსის დრეიკის თავდასხმამ დააზიანა. ნაპოლეონის ომების დროს, 1809 წელს აქ გაიმართა ბრძოლა საფრანგეთის და ინგლისის ჯარებს შორის (კორუნიას ბრძოლა). ამჟამად ჩრდილოეთ ესპანეთის მნიშვნელოვანი სანაოსნო და თევზსაჭერი პორტია.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლა-კორუნია La Coruña | |||
![]() ქალაქის ხედი | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
რეგიონი | გალისიაგალისია | ||
შიდა დაყოფა | Oza, A Coruña[1] , Elviña, A Coruña[1] , Visma, A Coruña[1] და San Cristovo das Viñas, A Coruña[1] | ||
კოორდინატები | 43°21′46″ ჩ. გ. 8°24′17″ დ. გ. | ||
ქალაქის მერი | ხავიერ ლოსადა | ||
დაარსდა | 1208 | ||
ფართობი | 36.8 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 13 მ | ||
მოსახლეობა | 246,056 კაცი (2008) | ||
სიმჭიდროვე | 6,613 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 981 | ||
საფოსტო ინდექსი | 15001-15011 | ||
საავტომობილო კოდი | C | ||
ოფიციალური საიტი | aytolacoruna.es | ||
დახურვა