From Wikipedia, the free encyclopedia
ლა-გუახირა (ესპ. Departamento de La Guajira) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში და იკავებს გუახირის ნახევარკუნძულის უდიდეს ნაწილს. ესაზღვრება კარიბის ზღვასა და ვენესუელას. დედაქალაქია რიოაჩა.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლა-გუახირის დეპარტამენტი Departamento de La Guajira | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
ადმ. ცენტრი | რიოაჩა | ||||
კოორდინატები | 11°33′00″ ჩ. გ. 72°21′00″ დ. გ. | ||||
მმართველი | Tania María Buitrago González[1] | ||||
დაარსდა | 1 ივლისი, 1965 | ||||
ფართობი | 20 848 კმ² | ||||
მოსახლეობა | 902 386[2] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 43 კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | laguajira.gov.co | ||||
გუახირის ვრცელ არიდულ ვაკეებზე სახლობენ ადგილობრივთა მრავალგვარი ტომები, მათ შორის ვაიუს ხალხი, გუახიროები, მაკუიროები, ანატესები, ვაიუნაიკის ხალხი, კუანაოები და ენეალები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ ესპანელთა მოსვლის დროიდან სახლობენ. კოლონიზაციის პერიოდში ტერიტორია სადავო იყო სანტა-მარტას გუბერნატორებსა და ვენესუელას შორის, ძირითადად მარგალიტის დეპოზიტების გამო. ტერიტორიის ხელშეი ჩაგდებას ასევე ცდილობდნენ ინგლისელი მეკობრეები, ფრანგები და გერმანელები. 1871 წელს რეგიონი გამოეყო მაგდალენას დეპარტამენტს და შეიქმნა ლა-გუახირა.
1911 წელს კოლუმბიის მთავრობამ შექმნა ლა-გუახირის კომისარიატი, რასაც მოჰყვა იმიგრანტთა ტალღა ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ ლიბანიდან, სირიიდან, პალესტინიდან და იორდანიიდან. საბოლოოდ, დეპარტამენტის სახით ლა-გუახირა 1964 წელს შეიქმნა.
ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება ქვანახშირის მოპოვებას კერეხონში, სადაც 2004 წელს 24.9 მლნ ტონა იქნა წარმოებული. ასევე მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზის ექსპლუატაცია და მარილის მოპოვება. პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა გუახირის უდაბნოს ნახევარკუნძულის წვერზე მდებარე პატარა სოფელი კაბო-დე-ლა-ველა.
ლა-გუახირის დეპარტამენტი 15 მუნიციპალიტეტისაგან შედგება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.