From Wikipedia, the free encyclopedia
კუხი — ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი კუხისა და პატარა კუხის ძველი სახელწოდება. სოფლები გაშენებულია იმერეთის დაბლობზე. ამჟამად ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ახალშენი, დიდი კუხი, პატარა კუხი) სახელია.
კუხი პირველად წყაროებში მოხსენებულია XVI საუკუნეში. აქვე აღმოჩენილია კოლხური მონეტების განძი (დაცულია ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). XIX საუკუნის 20-იან წლებში კუხში იდგა ქვისა (1720 წ.) და ხის (1734 წ.) ეკლესიები. დღეისათვის შემორჩენილია ქვის ეკლესიის ნანგრევები.
1883 წელს სოფელში გაიხსნა ვაჟთა სასწავლებელი. 1900-იან წლებში სოფელში მოქმედებდა აბრეშუმის საქსოვი ქარხანა. 1926 წლისთვის კუხის თემი შედგებოდა სამი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3 204 ადამიანს, ხოლო ფართობი 26,1 კმ-ს.2-ს.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.