![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4d/Christopher_Wren_by_Godfrey_Kneller_1711.jpg/640px-Christopher_Wren_by_Godfrey_Kneller_1711.jpg&w=640&q=50)
კრისტოფერ რენი
From Wikipedia, the free encyclopedia
სერ კრისტოფერ რენი (ინგლ. Christopher Wren[4]; დ. 30 ოქტომბერი [ძვ. სტ. 20 ოქტომბერი , 1642], 1632 — გ. 8 მარტი [ძვ. სტ. 25 თებერვალი], 1723) — ინგლისელი არქიტექტორი, ასტრონომი, ანატომი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი.[5] მას დაეკისრა პასუხისმგებლობა ლონდონის სიტიში თავიდან აეგო 52 ეკლესია დიდი ხანძრის შემდგომ, 1666 წელს, მათ შორის მის შედევრად მიჩნეული წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი, რომლის მშენებლობა 1710 წელს დასრულდა.[6]
სწრაფი ფაქტები სერ კრისტოფერ რენი, პირადი ინფორმაცია ...
სერ კრისტოფერ რენი | |
---|---|
![]() რენის პორტრეტი — გოდფრი ნელერი (1711 წ.) | |
პირადი ინფორმაცია | |
სრული სახელი | კრისტოფერ რენი |
დაბ. თარიღი | 30 ოქტომბერი, 1632 |
დაბ. ადგილი | East Knoyle[1] |
გარდ. თარიღი | 8 მარტი, 1723[2] |
გარდ. ადგილი | სენტ-ჯეიმზსი, ლონდონი |
დასაფლავებულია | წმინდა პავლეს ტაძარი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი, ასტრონომი, ანატომი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა |
ინგლისის სამეფო![]() |
ალმა-მატერი | უოდემის კოლეჯი |
მნიშვნელოვანი პროექტები | წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი |
ჯილდოები | რაინდი-ბაკალავრი |
მეუღლე | Faith Coghill და Jane FitzWilliam |
შვილ(ებ)ი | Christopher Wren Jr, Jane Wren[3] და William Wren[3] |
დახურვა
რენმა განათლება ლათინურსა და არისტოტელეს ფიზიკაში ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. იგი იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების ფუძემდებელი და პრეზიდენტი 1680-82 წლებში. მის სამეცნიერო შრომებს აფასებდნენ ისააკ ნიუტონი და ბლეზ პასკალი.