კრისტი ტურლინგტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრის ნიკოლ ტურლინგტონი ბერნსი (დ. 2 იანვარი, 1969) — ამერიკელი მოდელი, ქველმოქმედი და კინორეჟისორი. ტურლინგტონი Calvin Klein's Eternity-ის რეკლამის სახე იყო 1989 წელს და დაახლოებით 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2014 წელს[1], ასევე არის ბრენდ Maybelline-ის სახე. ტურლინგტონი ჟურნალმა Glamour-მა დაასახელა 2013 წლის ქალად[2] , 2014 წელს, ტურლინგტონი მოხვდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიურ ასეულში. ტურლინგტონმა თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, როგორც სუპერმოდელია. გრეის კოდინგტონი, ამერიკული ჟურნალ Vogue შემოქმედებითი დირექტორი, ტურლინგტონს უწოდებს "მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს".[3]
კრისტი ტურლინგტონი | |
---|---|
კრისტი ტურლინგტონი 2008 წელს | |
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1969 (1969-01-02) (55 წლის) |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მოდელი |
სიმაღლე | 1.78მ |
2010 წელს ტურლინგტონმა ჩამოაყალიბა Every Mother Counts, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ორსულ ქალბატონებს ორსულობისა და მშობიარობის უსაფრთხოდ წარმართვაში. 2013 წელს ტურლინგტონმა როგორც რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი Every Mile, Every Mother, დოკუმენტური ფილმი არის დედების და შვილების ურთიერთობაზე.[4]