From Wikipedia, the free encyclopedia
კრის ნიკოლ ტერლინგტონი ბერნსი (დ. 2 იანვარი, 1969) — ამერიკელი მოდელი, ქველმოქმედი და კინორეჟისორი. ტერლინგტონი Calvin Klein's Eternity-ის რეკლამის სახე იყო 1989 წელს და დაახლოებით 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2014 წელს[1], ასევე არის ბრენდ Maybelline-ის სახე. ტერლინგტონი ჟურნალმა Glamour-მა დაასახელა 2013 წლის ქალად[2] , 2014 წელს, ტერლინგტონი მოხვდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიურ ასეულში. ტერლინგტონმა თავდაპირველად პოპულარობა მოიპოვა 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, როგორც სუპერმოდელია. გრეის კოდინგტონი, ამერიკული ჟურნალ Vogue შემოქმედებითი დირექტორი, ტერლინგტონს უწოდებს "მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს".[3]
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
2010 წელს ტერლინგტონმა ჩამოაყალიბა Every Mother Counts, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ორსულ ქალბატონებს ორსულობისა და მშობიარობის უსაფრთხოდ წარმართვაში. 2013 წელს ტერლინგტონმა როგორც რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი Every Mile, Every Mother, დოკუმენტური ფილმი არის დედების და შვილების ურთიერთობაზე.[4]
ტერლინგტონი დაიბადა ოკლენდში, კალიფორნიაში, ტერლინგტონს ჰყავს სამი და. ტერლინგტონი დაიბადა Pan American World Airways– ის მფრინავის და სტიუარდესას ოჯახში. ტერლინგტონი და მისი დები აღიზარდნენ კათოლიკური რწმენის მოტივებზე.
ტერლინგტონი აღმოაჩინა ადგილობრივმა ფოტოგრაფმა დენი კოდმა, როდესაც იგი ცხენზე ჯირითობდა მაიამის შტატში, ფლორიდაში, სადაც მისი მამა მწვრთნელად მუშაობდა. ტერლინგტონმა სამოდელო კარიერა დაიწყო 14 წლის ასაკიდან ამ დროს ტერლინგტონი სწავლობდა Monte Vista დაწყებით სკოლაში კალიფორნიის ქალაქ დენვილში. 18 წლის ასაკში , იგი ნიუ – იორკში გადავიდა პროფესიონალური სამოდელო კარიერის დასაწყებად.
2000 წელს ტერლინგტონმა Hamptons-ის წვეულებაზე გაიცნო მსახიობი, რეჟისორი და მწერალი ედუარდ ბერნსი და 2000 წლის ბოლოს დაიწყეს ურთიერთობა. 2002 წელს ტერლინგტონი და ბერნსი დაშორდნენ . წყვილი ერთი წლის შემდეგ შერგიდა და დაქორწინდნენ 2003 წლის ივნისში. ბერნსს და ტერლინგტონს ორი შვილი ჰყავთ, გრეისი (დაიბადა 2003 წელს) და ფინელი (დაიბადა 2006 წელს). ტერლინგტონის და კელი დაქორწინებულია ედვარდის ძმაზე ბრაიან ბერნზე.
ტერლინგტონმა 13 წლის ასაკში დაიწყო მოწევა და დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა 16 წლის ასაკში. 26 წლის ასაკში მან მოწევას თავი დაანება. ამასთან, 2000 წელს, 31 წლის ასაკში, ფილტვის შემოწმებისას, თანამედროვე ტექნოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მას დაუდგინეს ადრეული ეტაპზე ფილტვის ემფიზემა.[5]
ტერლინგტონი არის იოგის პრაქტიკოსი, კონკრეტულად იოგის ტიპი, რომელიც ცნობილია როგორც ჯივამუქტი. ტერლინგტონმა იოგას პარქტიკოსობა 1987 წლიდან დაიწყო[6].2001 წლის 15 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში მან განაცხადა, რომ კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა, დილის საათებში. [7]
იგი არის ავტორი წიგნის Living Yoga: Creating A Life Practice, , რომელიც პირველად გამოიცა 2002 წელს, ახლა უკვე მესამე გამოცემაში არის (2002, 2003, 2005).[8]
ტერლინგტონს გარბენილი აქვსოთხი მარათონი ცხოვრების განმავლობაში (2015 წლის აპრილი), მათ შორის ლონდონის მარათონი, მისი პირადი საუკეთესოა შედეგია 3 საათი და 46 წუთი[9]. მისი პირველი მარათონი ჩატარდა 2011 წლელს ნიუ - იორკში[10]. პირველი მარათონის გარბენამდე ტერლინგტონი დღეში 3-დან 5 მილამდე მანძილს გარბოდა, "კვირაში რამდენჯერმე", ეს იყო ტიპური საქციელი მისთვის, პერიოდულად მან განაგრძო სირბილი მთელი ცხოვრების განმავლობაში.[11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.