ქალაქი რუსეთში From Wikipedia, the free encyclopedia
კრასნი-სულინი (რუს. Красный Сулин) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. კრასნი-სულინის რაიონისა და კრასნი-სულინის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1797 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1927 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 38 948 კაცს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კრასნი-სულინი Красный Сулин | |||||
კრასნი-სულინის დიდმოწამე ეკატერინეს ეკლესია | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | როსტოვის ოლქი | ||||
კოორდინატები | 47°53′00″ ჩ. გ. 40°04′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1797 | ||||
ადრეული სახელები | 1926-მდე სულინი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1927 | ||||
ფართობი | 93,6 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 150 მ | ||||
მოსახლეობა | 38 948 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 416,11 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 86367 | ||||
საფოსტო ინდექსი | 346350 | ||||
ოფიციალური საიტი | sulin.ksrayon.donland.ru | ||||
ქალაქი კრასნი-სულინი მდებარეობს როსტოვის ოლქის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს.
დასახლება დააარსა 1797 წელს კაზაკმა პოლკოვნიკმა ანდრეი სულინმა, როგორც ხუტორი.
1797 წელს კაზაკმა პოლკოვნიკმა ანდრეი სულინმა დონის მხარის კანცელარიას სთხოვა 400 დესეტინა მიწის ნაკვეთი მდინარეების ბოლშაია-გნილუშისა და კუნდრიუჩეის შეერთების ადგილტან ახლოს. 1816 წელს ხუტორის ტერიტორიაზე უკვე სახლობდა 30 კომლი, 111 ადამიანი, რომლებიც ამუშავებდნენ 10 000 დესეტინა მიწას.
მომავალი ქალაქის განლაგების ადგილს, როგორც შემდგომ გაირკვა, ჰქონდა მრავალი უპირატესობა: ქვანახშირისა და რკინის დიდი მარაგი. არანაკლებ მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო მჭიდრო, მოხერხებული კავშირი გრუშევსკის მთის მოსახლეობასთან (მომავალი ქალაქი შახტი), სადაც მდებარეობდა მთავარი სარკინიგზო კვანძი, რომელიც აკავშირებდა დონბასს შავი და აზოვის ზღვის ნავსადგურებთან. ამასთანავე ეს ადგილი გამოირჩევა განსაკუთრებული ესთეტიკური და მხატვრული ლანდშაფტებით.
ხუტორი სულინი იყო მხოლოდ პირველი დასახლება, მეორე დასახლება იყო ხუტორი სკელევატსკი. 1806 წელს თევდორე ჩერეჩკოვმა, სუვოროვის იტალიური ლაშქრობის მონაწილემ, ამ ორი ხუტორის მახლობლად, მდინარე კუნდრიუჩეის მარცხენა ნაპირზე დააარსა ხუტორი მალი-ჩერევკოვი (ამჟამად დასახლება ვერბენსკი).
1926 წელს დასახლება სულინმა მიიღო ქალაქის სტატუსი და ერთი წლის შემდეგ ახალი სახელწოდება — კრასნი-სულინი.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ 1942 წელს ფაშისტებმა დაბომბეს ქალაქი და დაანგრიეს მეტალურგიული ქარხანა. 1942 წელს საბჭოთა ორგანოებმა და ხელისუფლებამ დატოვეს ქალაქი, ფაშისტებმა მოახდინეს ქალაქის ოკუპაცია[1][2]. გერმანული ოკუპაცია დასრულდა შვიდი თვის შემდეგ 1943 წლის 14 თებერვალს ვოროშილოვგრადის ოპერაციის შედეგად. ომის შემდეგ ქალაქიც და ქარხანაც ფაქტობრივად თავიდან ააშენეს[3].
ადრე ქალაქში მოქმედებდა ალექსანდრე ნეველის ტაძარი (ძველი). 1898 წლის 5 მარტს სულინის ქარხნის დასახლებისა და ახლომდებარე ხუტორების მოსახლეობამ დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპიკოპოსის სახელზე დაწერეს თხოვნა სულინის ქარხნის დასახლებაში ტაძრის მშენებლობის შესახებ.
1898 წელს ეკლესიის აშენებაზე მრევლმა თანხმობა მიიღო. მისი აშენება საკუთარი სახრებით გადაწყვიტა მეტალურგიული ქარხნის მფლობელმა ნიკოლოზ პეტრეს ძე პასტუხოვმა. მშენებლობის დასრულებისა და მიწის იჯარის გასვლის შემდეგ აგებული ეკლესია გადაეცემოდა დონელ კაზაკებს. მშენებლობის გეგმას ხელი მოაწერა ეპარქიის არქიტექტორმა, რომელიც დააკვირდებოდა მშენებლობას.
ქვის ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა 1900 წლამდე. ამ პერიოდში იგი აკურთხეს კიდეც. ტაძარს 1 000 მომლოცველის ერთდროულად დატევა შეეძლო.
ტაძართან ახლოს ააგეს სამეურნეო შენობები, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ეკლესიასთან ააგეს და ფუნქციონირებდა სამრევლო სკოლა, სადაც მუშაობდნენ ის ბავშვები ვისი მშობლებიც ნიკოლოზ პასტუხოვის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდნენ. სკოლაში მასწავლებლებად მუშაობდნენ ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდელმსახურები.
ეკლესია მოქმედებდა 1900 წლიდან 1931 წლამდე. შემდეგ ეკლესია დახურეს. ეკლსია სანახევროდ დაინგრა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესიის შენობას დაეცა და აფეთქდა ბომბი. საბჭოთა ძალების მიერ დასახლების გათავისუფლების შემდეგ ტაძარი გაძარცვეს და დაანგრიეს კიდეც.
ამჟამად ნანგრევები, რომელიც ძველი ტაძრისაგან დარჩა, მდებარეობს ქალაქ კრასნი-სულინის № 4 სკოლის ტერიტორიაზე. ქალაქში დროებით ტაძარში კვლავ აღევლინება ღვთისმსახურება, მუშაობს საკვირაო სკოლა, მიმდინარეობს ტაძრის აღდგენის სამუშაოები[4].
კაზაკების კულტურის მუზეუმი მდებარეობს მისამართზე მეტალურგების ქუჩა 41. მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ექსპონატები, რომლებიც აღწერს დონელი კაზაკების ყოფასა და ცხოვრებას[5].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.