From Wikipedia, the free encyclopedia
კოსმოსური მიკროტალღური ფონი (კმფ) — თერმული გამოსხივება, რომელიც კოსმოლოგიაში მიჩნეულია დიდი აფეთქების ნარჩენად. უფრო ძველ ლიტერატურაში კმფ ცნობილია, როგორც კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივება (კმფგ) ან „რელიქტური გამოსხივება“. კმფ კოსმოსური ფონური გამოსხივებაა, რომელიც ფუნდამენტურია დაკვირვებადი კოსმოლოგიისათვის, რადგან ის სამყაროში ყველაზე ხნიერი სინათლეა, რომლის მიხედვითაც რეკომბინაციის ეპოქა თარიღდება. ტრადიციული ოპტიკური ტელესკოპით ადგილი ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს (ფონი) შორის მთლიანად ბნელია. თუმცა, საკმარისად მგრძნობიარე რადიოტელესკოპით ყველა მიმართულებით დაიმზირება თითქმის ზუსტად ერთი და იგივე მკრთალი ფონური ნათება, რომელიც არ ასოცირდება ვარსკვლავთან, გალაქტიკასთან, პლანეტასთან ან სხვა ციურ სხეულთან. ეს ნათება რადიო სპექტრის მიკროტალღურ რეგიონშია ყველაზე ძლიერი. 1964 წელს კმფ-ს აღმოჩენა ამერიკელი რადიოასტრონომების, არნო პენზიასისა და რობერტ უილსონის[1][2] მიერ 1940-იანი წლების ნაშრომების კულმინაცია იყო და ამ აღმოჩენამ ორ რადიოასტრონომს ნობელის პრემია მოუტანა 1978 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.