From Wikipedia, the free encyclopedia
კორდოვის სახალიფო — ფეოდალური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქი კორდოვა. 756 წელს ომაიანმა აბდ ალ-რაჰმან I–მა აქ შექმნა კორდოვის საამირო, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა აბასიანთა სახალიფოსგან. IX საუკუნის მიწურულში კორდოვის საამირო დაიშალა ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად. აბდ ალ-რაჰმან III–მ (912–961 წწ.) გააერთიანა ეს სამთავროები და 929 წელს თავი ხალიფად გამოაცხადა. კორდოვის სახალიფო ცენტრალიზებული დესპოტია იყო, სადაც მთელი ძალაუფლება ხალიფას ეკუთვნოდა. მეორე ფიგურა იყო მთავარი მინისტრი — ჰაჯიბი. ხალიფა ალ-ჰაქამ II–ის (961–975 წწ.) სიკვდილის შემდეგ კორდოვის სახალიფოს ფაქტობრივად განაგებდა ჰაჯიბი მუჰამად იბნ ამირ ალ-მანსური (976–1002 წწ.); მერე კი მისი ძე აბდ ალ-მალიქი (1002–1008 წწ.). კორდოვის სახალიფო წარმოადგენდა არაბული კულტურისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანეს ცენტრს. აქაურმა მეცნიერებმა დიდი როლი ითამაშეს ევროპაში ანტიკური მეცნიერების ტრადიციების შენარჩუნებაში. XI საუკუნის I მესამედი აღინიშნა ფეოდალური შინაომებით. 1031 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს და კორდოვიდან განდევნეს უკანასკნელი ხალიფა ჰიშამ III. კორდოვის სახალიფო მრავალ წვრილ საამიროდ დაიშალა.
კორდოვის სახალიფო არაბ. خلافة قرطبة | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
კორდოვის სახალიფო 1000 წელს (აღნიშნულია მწვანე ფერით) | ||||
დედაქალაქი | კორდობა | |||
ენა | კლასიკური არაბული, ბერბერული, | |||
რელიგია | სუნიტური ისლამი | |||
ფართობი | 600 000 კმ2 | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
- 929-961 | აბდ ალ-რაჰმან III | |||
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს (მთლიანად ან ნაწილობრივ) | ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო, გიბრალტარი | |||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.