![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bd/First_Umayyad_gold_dinar%252C_Caliph_Abd_al-Malik%252C_695_CE.jpg/640px-First_Umayyad_gold_dinar%252C_Caliph_Abd_al-Malik%252C_695_CE.jpg&w=640&q=50)
აბდ ალ-მალიქი
From Wikipedia, the free encyclopedia
აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანი (არაბ. عبد الملك بن مروان; დ. 646 — გ. 8 ოქტომბერი, 705) — ომაიანთა სახალიფოს მეხუთე ხალიფა 685-705 წლებში. დაიბადა მედინაში, ჰიჯაზში.[1][3] იგი იყო განათლებული პიროვნება და მრავალი პოლიტიკური პრობლემის მიუხედავად, რომლებიც ხელს უშლიდნენ მის მმართველობას, ეფექტიანი მმართველი. მისი მმართველობისას ყველა მნიშვნელოვანი ჩანაწერი არაბულად ითარგმნა, სპეციალურად მოიჭრა ისლამურ სამყაროში პირველი ვალუტა; წარმატებით ებრძოდა ბიზანტიელებს, გაატარა სოფლის მეურნეობისა და კომერციის ხელშემწყობი მრავალი რეფორმა, არაბული ენა კი სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ასევე, შექმნა რეგულარული საფოსტო სერვისი.[4] XIV საუკუნის მუსლიმი ისტორიკოსი იბნ ხალდუნი ქებით მოიხსენიებს აბდ ალ-მალიქს და მას ერთ-ერთ უდიდეს არაბ და მაჰმადიან ხალიფას უწოდებს.
სწრაფი ფაქტები აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანი, ომაიანთა სახალიფოს ხალიფა ...
აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანი | |
---|---|
عبد الملك بن مروان | |
![]() აბდ ალ-მალიქის გამოსახულება მონეტაზე | |
ომაიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 685 |
მმართ. დასასრული: | 705 |
წინამორბედი: | მარვან I |
მემკვიდრე: | ალ-ვალიდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 646 |
დაბ. ადგილი: | მედინა, არაბეთი[1] |
გარდ. თარიღი: | 705 |
მეუღლე: |
ვალიდა ბინთ ალ-აბასი[2] ათიკაჰ ბინთ იაზიდი ფატიმა ბინთ ჰიშამი |
შვილები: |
ალ-ვალიდ I, ჰიშამი, აბდულა, სულეიმანი, მასლამა, იაზიდ II |
დინასტია: | ომაიანები |
მამა: | მარვან I |
დედა: | აიშა ბინთ იბნ მვაუია ალ-მუგჰირა[2] |
დახურვა