![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/02/Constantine_II_of_Greece_%2528cropped%2529.jpg/640px-Constantine_II_of_Greece_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
კონსტანტინოს II
From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინოს II (ბერძ. Κωνσταντίνος Βʹ, კონსტანტინოს II, ; დ. 2 ივნისი 1940 — გ. 10 იანვარი, 2023) — საბერძნეთის მეფე 1964 წლიდან 1973 წლამდე, მონარქიის გაუქმებამდე.
იგი მეფედ დაინიშნა მამის, მეფე პავლეს (პაულოსი), გარდაცვალების შემდეგ 1964 წლის მარტში. იმავე წლის შემდეგ იგი დაქორწინდა დანიის პრინცესა ანა-მარიაზე, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მონარქის მოღვაწეობას თავდაპირველად ხელსაყრელად მიიჩნევდნენ, მისი მეფობა მალე სადავო გახდა: კონსტანტინოს მონაწილეობამ 1965 წლის ივლისის აპოსტასიაში გამოიწვია არეულობა მოსახლეობის ნაწილებს შორის და გაამძაფრა მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც დასრულდა 1967 წლის 21 აპრილის პოლკოვნიკთა გადატრიალებით.
გადატრიალება წარმატებით დასრულდა. კონსტანტინოსმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, დატოვა მისი პოსტი. მანევრირებისათვის მცირე შესაძლებლობა ჰქონდა, რადგან მას არ ჰყავდა ერთგული სამხედრო ძალები, რომელზეც დაყრდნობას შეძლებდა. შედეგად, იგი უხალისოდ დათანხმდა 1967-1974 წლების საბერძნეთის სამხედრო ხუნტის ინაუგურაციას იმ პირობით, რომ შეიქმნებოდა სამოქალაქო მინისტრების შემადგენლობა. 1967 წლის 13 დეკემბერს, ხუნტის წინააღმდეგ წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ კონსტანტინოსი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და გაქცეულიყო. იგი დარჩა (ოფიციალურად) ქვეყნის მეთაურად დევნილობაშიც, მაგრამ ხუნტამ , საბერძნეთის რესპუბლიკის 1973 წლის 29 ივლისს ჩატარებული რეფერენდუმით, გააუქმა მონარქია. გაჩნდა კითხვები ამ რეფერენდუმის ვალიდურობასთან დაკავშირებით: იყო თუ არა ზეწოლა ამომრჩევლების მიმართ. ამიტომ ჩატარდა ახალი რეფერენდუმი 1974 წელს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ. ეს მეორე რეფერენდუმი ჩატარდა ხუნტის დაცემის შემდეგ, როგორც 1974 წლის საბერძნეთის რესპუბლიკის რეფერენდუმი ამავე წლის 8 დეკემბერს და დაადასტურა მონარქის გაუქმება და საბერძნეთის მესამე რესპუბლიკის დამყარება. კონსტანტინოსს საბერძნეთში საარჩევნო კამპანიაში დაბრუნების საშუალება არ მისცეს.[9] დათანხმდა პლებისციტის შედეგები.[10]
კონსტანტინოსი ასევე არის ყოფილი მეზღვაური და ოლიმპიელი. მან მოიპოვა ოქროს მედალი 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე დრაკონის კლასში, შემდეგ კი მსახურობდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში .