From Wikipedia, the free encyclopedia
კონდეს პრინცი (ფრანგ. Prince de Condé) — არისტოკრატიული წოდება XVI-XIX საუკუნეების საფრანგეთში, რომელიც 1546 წელს დააარსა საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ბიძამ, ლუი I ბურბონმა. აქედანვე ჩაეყარა საფუძველი ბურბონ-კონდეთა დინასტიასაც, რომელიც 1830 წლამდე მართავდა არა მხოლოდ კონდეს რეგიონს, არამედ ვენდომს, ბურბონს, სუასონსა და სხვა წვრილ სამთავროებს. კონდეს პრინცთა ბურბონული ხაზი ლუი ანრი II-ის გარდაცვალებით შეწყდა, თუმცა 1845 წელს საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I-მა ეს წოდება თავის ვაჟს, ლუის გადასცა, რითაც კონდეს პრინცის წოდება დროებით კვლავ აღდგა, ოღონდ ამჯერად ორლეანელთა გვირგვინქვეშ, თუმცა პრინცი ლუი 1866 წელს უშვილოდ გარდაიცვალა, რითაც საბოლოოდ გაუქმდა ეს ტიტული.
პორტრეტი | სახელი | დაიბადა | მმართველობის
დასაწყისი |
მმართველობის
დასასრული |
გარდაიცვალა | მშობლები |
---|---|---|---|---|---|---|
ლუი I
(Louis Ier) |
7 მაისი, 1530 | 1546 | 13 მარტი, 1569 | შარლ IV, ვენდომის ჰერცოგი და
ფრანსუაზ ალანსონელი | ||
ანრი I
(Henri Ier) |
29 დეკემბერი, 1552 | 13 მარტი, 1569 | 5 მარტი, 1588 | ლუი I, კონდეს პრინცი და | ||
ანრი II
(Henri II) |
1 სექტემბერი, 1588 | 26 დეკემბერი, 1646 | ანრი I, კონდეს პრინცი და | |||
ლუი II
(Louis II) |
8 სექტემბერი, 1621 | 26 დეკემბერი, 1646 | 11 ნოემბერი, 1686 | ანრი II, კონდეს პრინცი და | ||
ანრი ჟიული
(Henri Jules) |
29 ივლისი, 1643 | 11 ნოემბერი, 1686 | 1 აპრილი, 1709 | ლუი II, კონდეს პრინცი და | ||
ლუი III
(Louis III) |
10 ნოემბერი, 1668 | 1 აპრილი, 1709 | 4 მარტი, 1710 | ანრი ჟიული, კონდეს პრინცი და | ||
ლუი ანრი I
(Louis Henri Ier) |
18 აგვისტო, 1692 | 4 მარტი, 1710 | 27 იანვარი, 1740 | ლუი III, კონდეს პრინცი და | ||
ლუი ჟოზეფი
(Louis Joseph) |
9 აგვისტო, 1736 | 27 იანვარი, 1740 | 13 მაისი, 1818 | ლუი ანრი I, კონდეს პრინცი და | ||
ლუი ანრი II
(Louis Henri II) |
13 აპრილი, 1756 | 13 მაისი, 1818 | 30 აგვისტო, 1830 | ლუი ჟოზეფი, კონდეს პრინცი და |
პორტრეტი | სახელი | დაიბადა | მმართველობის
დასაწყისი |
მმართველობის
დასასრული |
გარდაიცვალა | მშობლები |
---|---|---|---|---|---|---|
ლუი ორლეანელი
(Louis d'Orléans) |
15 ნოემბერი, 1845 | 24 მაისი, 1866 | ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე და |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.