From Wikipedia, the free encyclopedia
ელეანორ დე როი (ფრანგ. Eléanor de Roye; დ. 24 თებერვალი, 1535 — გ. 23 ივლისი, 1564) — როსის გრაფ შარლ დე როის ქალიშვილი. კონდეს პირველი პრინცესა როგორც ლუი I-ის მეუღლე და მისი რვა შვილის დედა.
ელეანორ დე როი | |
---|---|
კონდეს პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 22 ივნისი, 1551 |
მმართ. დასასრული: | 23 ივლისი, 1564 |
წინამორბედი: | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე: | ფრანსუაზ ორლეანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 თებერვალი, 1535 |
დაბ. ადგილი: | ლუარე, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 23 ივლისი, 1564, (29 წლის) |
გარდ. ადგილი: | ენა, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი I, კონდეს პრინცი |
შვილები: | 8 შვილი |
მამა: | შარლ დე როი |
დედა: | მადლენ დე მაილი |
ელეანორი დაიბადა 1535 წლის 24 თებერვალს, საფრანგეთის ცენტრში მდებარე რეგიონ ლუარეში. იგი იყო როსის გრაფისა და როის ბატონ შარლ დე როისა და მისი მეუღლის, მადლენ დე მაილის ქალიშვილი. დედამისი იყო საფრანგეთის დედოფალ ელეანორ ავსტრიელის (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი) ფრეილინა ლუიზ დე მონმორანსის უფროსი და საყვარელი ქალიშვილი, რის გამოც მადლენი და ელეანორი ყოველთვის ახლოს იყვნენ დედოფალთან და სამეფო კართან.
1551 წლის 22 ივნისს ელეანორი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფის ბიძაშვილს, ნავარის მეფე ანტუან დე ბურბონის უმცროს ძმას, კონდეს პრინც ლუი I-ს. ქორწინებისას ელეანორი 16 წლის იყო. ცნობილია, რომ ამ დროს იგი უკვე ჰუგენოტი იყო და სწორედ მან ითამაშა დიდი როლი ლუის ჰუგენოტთა მხარეს გადასვლაში. ბედნიერ წყვილს ქორწინებაში სულ რვა შვილი შეეძინა, რომელთაგან მხოლოდ ორმა ვაჟმა მიაღწია ზრდასრულობამდე.
საფრანგეთის რელიგიური ომების განმავლობაში, ელეანორი და დედამისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ კონდეს გადაწყვეტილებებზე. აღსანიშნავია, რომ ლუი და ინგლისის დედოფალი ელიზაბეთ I სწორედ ელეანორმა დააკავშირა ერთმანეთს და გააერთიანა ისინი ფრანგი კათოლიკეების წინააღმდეგ საბრძოლველად. ელეანორს სძულდა კათოლიკობის დამცველი გიზების დინასტია და გამუდმებით ებრძოდა მათ. ასევე ცნობილია, რომ 1562 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებისას მოლაპარაკებებს ორივე მხრიდან ქალები აწარმოებდნენ: კათოლიკეებს დედა-დედოფალი ეკატერინე მედიჩი, ხოლო ჰუგენოტებს ელეანორ დე როი წარმოადგენდნენ. მათმა მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და საფრანგეთში რამდენიმე წლით რელიგიური ომები შეწყდა, თუმცა მის განახლებას თავად ელეანორი ვეღარ მოესწრო, რადგან იგი 1564 წელს, 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ქმარმა, მისი გარდაცვალებიდან სულ ერთ წელიწადში იქორწინა ფრანსუაზ ორლეანელზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.