ქვეყანაში ცხოვრობს 250-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი, რომელთაგან უმრავლესობა ბანტუს ხალხის წარმომადგენელია. ოთხი ყველაზე უფრო დიდი ჯგუფი — მონგო, ლუბა, კონგო (ყველა ბანტუს ხალხი) და უბანგიური ენების მანგბეტუ-ზანდეს ხალხი შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 45 %-ს. ქვეყანაში ასევე ცხოვრობს 60 000 თეთრკანიანი, რომელთაგან უმრავლესობა ბელგიური წარმოშობისაა, რომლებიც იქ დარჩნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ.
ქვეყნის მოსახლეობის 80 %-ს შეადგენს ბანტუს ხალხი: ლუბა (18 %), მონგო (17 %), კონგო (12 %), ლუნდა, ჰუტუ, ტუტსი, ბატეკე და სხვები.
ცენტრალურსუდანური ენები/უბანგიური ენები: ნგბანდი, ნგბაკა, მორუ-მანგბეტუ, ზანდე, ლუგბარა და სხვა.
ნილოტი ხალხი: ალური, ბარი და სხვა.
პიგმეები: მბუტი, ბაკა და სხვა.
როგორც თვლიან 600 000-ზე მეტი პიგმეი (მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 1 %) ცხოვრობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ვრცელ ტყეებში, სადაც მათ თავი გააქვთ ველურ ცხოველებზე ნადირობით და ხილის მოგროვებით.
- მოსახლეობის რაოდენობა — 85 026 000 ადამიანი (2014).
- წლიური ზრდა — 3,07 % (2014 წელი).
- ქალაქის მოსახლეობა — უცნობია.
- სოფლის მოსახლეობა — უცნობია.
- შობადობა — 43,69 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 6,35 დაბადებული ერთ ქალზე) (2014 წელი).
- შობადობის ჯამური კოეფიციენტი — 6,45 ბავშვი 1 ქალზე (2014 წელი).
- სიკვდილიანობა — 13,27 % (2014 წელი).
- ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 88,62 % (2014 წელი).
- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 51,46 წელი (2014).
- საშუალი ასაკი — 16,2 წელი
- მამაკაცები — 16,0 წელი
- ქალები — 16,4 წელი (2014 წელი).
- 0-14 წელი: 47,4 %
- 15-64 წელი: 50,1 %
- 65 წელზე უფროსები: 2,5 % (2014 წელი).
- განათლება — 65,5 % (76,2 % მამაკაცებში, 55,1 % ქალებში (2003 წლის შეფასება)).
- შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 3,0 % (2007 წელი).
რესურსები ინტერნეტში
- Mortality in the Democratic Republic of the Congo: An Ongoing Crisis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-07. ციტირების თარიღი: 2016-12-23.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.