მორუ (ხალხი)
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
მორუ — სამხრეთ სუდანის ეთნიკური ჯგუფი. მათი უმეტესობა ცხოვრობს დასავლეთ ეკვატორიის შტატში. იქ მათი რაოდენობა დაახლოებით 152 000 ადამიანს შეადგენს, რითიც ისინი სამხრეთ სუდანის სიდიდით მეათე ეთნიკური ჯგუფია. მორუს ხალხის გარკვეული ნაწილი ასევე ცხოვრობს უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც. მორუს ხალხი გამოირჩევა განათლების მაღალი დონით, მათგან ბევრი იღებს სამედიცინო განათლებას.
ტრადიციულად მორუს ხალხი მისდევდა მიწათმოქმედებას და არ აქვთ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა. ტომის მართვას ახორციელებენ ბელადები. მათი მთავარი როლია კონფლიქტების მოგვარება როგორც ოჯახებს ასევე კლანებს შორის. ტრადიციულად მათ დაპირისპირება ჰქონდათ ზანდებთან და კონგოდან შემოჭრილ მონებზე მონადირეებთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.