![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/33/Flag_of_Colombo_MC.svg/langka-640px-Flag_of_Colombo_MC.svg.png&w=640&q=50)
კოლომბო
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლომბო (სინჰალ.කොළඹ, ტამილ. கொழும்பு) — შრი-ლანკის უდიდესი ქალაქი და ყოფილი დედაქალაქი. მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე და ესაზღვრება ამჟამინდელ დედაქალაქ შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეს. კოლომბო საქმიანი, ცოცხალი ქალაქია, სადაც თანამედროვე ცხოვრება და კოლონიური არქიტექტურა თუ ნანგრევები ერთმანეთშია შერწყმული.[1] 2001 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 647 100 ადამიანს შეადგენდა.[2] კოლომბოს მეტროპოლიური არეალი, რომელიც ასევე გამპაჰასა და კალუტარას რაიონებსაც მოიცავს, 3 694.20 კმ²-ზეა გადაჭიმული და მისი მოსახლეობა 5 648 000 - აღწევს.[3][4]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კოლომბო කොළඹ; கொழும்பு | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 6°56′04″ ჩ. გ. 79°50′34″ ა. გ. | ||||
ფართობი | 37.31 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 647 100 კაცი (2001) | ||||
სიმჭიდროვე | 17 344 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 5 648 000 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 | ||||
სატელეფონო კოდი | 011 | ||||
საფოსტო ინდექსი | 00000–09999 | ||||
ოფიციალური საიტი | cmc.lk | ||||
ფართო ნავმისადგომის გამო, კოლომბო აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზებზე სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და ის ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველესი ვაჭრებისათვის, დაახლოებით 2 000 წლის წინ.
1978 წელს, ადმინისტრაციული დედაქალაქი კოლომბოდან შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეში გადავიდა, ხოლო ქვეყნის კომერციულ დედაქალაქად დღემდე კოლომბო რჩება.